სოციალურ ქსელში, გვერდი ,,ვიმოგზაუროთ ამერიკაში” საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს ახლად არჩეული პრეზიდენტის სამუშაო ოთახის-ოვალური კაბინეტის შესახებ.
, ,ყველა პრეზიდენტი ცვლის მეტწილად სიმბოლური ოთახის დეკორაციას, რათა შესთავაზოს საკუთარი პიროვნების შეგრძნება და პრეზიდენტობის ის ტიპი, რომლის იმედიც აქვთ.
ბაიდენმა ოფისი შეავსო ამერიკელი ლიდერების გამოსახულებებით და ხატებით, სადაც ყურადღება გაამახვილა ფრანკლინ დელანო რუზველტის მასიურ პორტრეტზე.
ეს აშკარად მიანიშნებს პრეზიდენტისთვის, რომელიც ქვეყანას დაეხმარა მნიშვნელოვანი კრიზისების გადალახვაში და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის დამარცხებაში, ახლა ბაიდენის წინაშეც დგას იგივე პრობლემა.
ბაიდენს ოვალურ კაბინეტში ასევე აქვს მარტინ ლუთერ კინგის და რობერტ კენედის ბიუსტები .
ამ ორივე მამაკაცმა ბაიდენის პოლიტიკურ გემოვნების ჩამოყალიბებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ნაწილში.
ბაიდენს ასევე ოთახში აქვს ბენიამინ ფრანკლინის ნახატი , რაც გვაუწყებს მის დაინტერესებას მეცნიერების მიმდევრობით.
საბოლოოდ მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთოთ, ბაიდენი იქნება სიტყვის თავისუფლების დამცველი, მისთვის მნიშვნელოვანი იქნება თავისუფლება როგორც ამერიკის შიგნით ისე საგარეო კუთხით, ასევე ბაიდენი დააფინანსებს ახალ ნოვაციებს და ეცდება ამერიკაში სამოქალაქო დაპირისპირება ჩააქროს და შეარიგოს ხალხი, რადგან მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ამერიკის დამარცხება მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუძლია , გარდა თვითონ ამერიკელებისა.
წარმატებები ბატონ პრეზიდენტს????? “- ნათქვამია პრეზიდენტის კაბინეტის ფოტოს წინასიტყვაობაში.










