LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

რვა სახის ნარკოტიკული საშუალებისთვის გამოთვლის წესების ცვლილებამ შესაძლოა, მსჯავრდებულთა ნაწილთან სასჯელები შეცვალოს

დაპოსტა 2021/01/20-ში
A A
996
ნახვა
გაზიარება

რვა სახის ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობების დაზუსტებამ და ოდენობების გამოთვლის წესების ცვლილებამ შესაძლოა, მსჯავრდებულთა ნაწილთან მიმართებაში გავლენა იქონიოს და მათი სასჯელები გადაიხედოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველიძემ ბრიფინგზე განუცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ახალი კანონი გავლენას იქონიებს იმ მსჯავრდებულებზე, ვისზეც ამნისტია ჯერ არ გავრცელებულა.

„ამ კანონპროექტის ახლებურმა რეგულაციამ შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ მსჯავრდებულთან მიმართებაშიც. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ მსჯავრდებულთა მიმართებაში გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის შედარებით გამარტივებულ მექანიზმებს, რომელთა საქმეებზეც გავლენას იქონიებს ეს კანონი და მნიშვნელოვანი იქნება დოზების ხელახალი გადააზრებული პოლიტიკის საკითხი.

ვიმეორებ, რომ ეს კანონი გავლენას არ იქონიებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაზე. მძიმე ფორმებზე ნარკოდანაშაულის, მაგალითად, მომხმარებლებთან მიმართებაში თუკი აქამდე პირი გასამართლებული იყო დიდი ოდენობისთვის და ახლებური საკანონმდებლო ხედვიდან გამომდინარე ეს იწვევს განახლებულ, სხვაგვარ კვალიფიკაციას, ამ შემთხვევაში ის გავლენას იქონიებს მსჯავრდებულ პირებზე. ბუნებრივია, გავლენას იქონიებს იმ მსჯავრდებულებზე, ვისზეც ამნისტია ჯერ არ გავრცელებულა. შესაბამისად, პირები, რომლებზეც გავლენას მოახდენს ეს კანონპროექტი, მათ ექნებათ გადასინჯვის მოთხოვნის უფლება და განსაზღვრული გვაქვს კონკრეტული პროცედურები, რომლებიც შედარებით გამარტივებულია სტანდარტული გადასინჯვის პროცედურებისგან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებზე მუშაობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თავმჯდომარეობით მოქმედ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მასზე მუშაობდა როგორც დარგის ექსპერტები სახელმწიფო უწებებიდან, ისე არასამთავრობო სექტორიდან.

კანონპროექტის ინიციატორები არიან მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე და ალუდა ღუდუშაური.

ცნობისთვის, „საქართველოს კანონით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ განსაზღვრული ცალკეული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები ზუსტდება. კერძოდ, რვა ნარკოტიკული საშუალებისათვის, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

გაზიარება398

დაკავშირებული -პოსტები

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვები შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. 22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის...

დაწვრილებითDetails

აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა
მთავარი

ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან
მთავარი

ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა...

დაწვრილებითDetails

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება
მთავარი

საქართველოში 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ აღინიშნება - პროფესიული თარიღი, რომელიც მედიის როლს, პასუხისმგებლობასა და განვითარებას უსვამს ხაზს. ეს დღე უკავშირდება პირველი ქართული გაზეთის - საქართველოს გაზეთი  გამოცემას, რომელიც 1819...

დაწვრილებითDetails

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება
მთავარი

„ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ - ამ სლოგანით აღინიშნება 2026 წელს, დაუნის სინდრომის დღე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ყოველი წლის 21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების...

დაწვრილებითDetails

სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი
მთავარი

“მე ვფიქრობ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი, მე პირადად ამის მომხრე ვარ… ” – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა- ამის შესახებ მარიამ ბეროძე წერს. "ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება."-...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

“უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა”- რომის პაპი

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს
მთავარი

რომის პაპი ლეონ XIV სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს სამძიმრის წერილს უგზავნის. როგორც რომის პაპის წერილშია აღნიშნული, უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"