LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რომელი ახალი კომპანია იმუშავებს გელათში რეაბილიტაციის დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე

რომელი ახალი კომპანია იმუშავებს გელათში რეაბილიტაციის დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე

დაპოსტა 2021/01/19-ში
A A
190
ნახვა
გაზიარება
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს:
“პრევენციული ქმედებების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, შემსრულებელ კომპანიებს “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს” და “იკორთა 2007” ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები განესაზღვრათ, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლის გათვალისწინებით 12 000 – 12 000 ლარს მოიცავს.
სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ გასულ წელს გაცემული გაფრთხილების მიუხედავად შემსრულებელმა კომპანიებმა ამ დრომდე ვერ უზრუნველყვეს სანებართვო პირობების გადაცდომით შესრულებული სამუშაოების შედეგების გამოსწორება, რაც მთელ რიგ კონსტრუქციულ ელემენტებზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებდა.
ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომების მიზეზით, 18 იანვარს მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა. დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები ეროვნული სააგენტოს ინიციატივით გუშინ საღამოდანვე დაიწყო და დღეს დასრულდება. აღდგენილი მყარი გადახურვის სათანადო წესით გამაგრების პარალელურად, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის სპეციალისტების ზედამხედველობით გადამოწმდება დროებითი გადახურვების ყველა არეალი.
პრევენციული ქმედებებისას შესრულებული სამუშაოების ხარვეზების აღმოფხვრას დღეიდან კომპანია “ბაგინეთი +” განახორციელებს.
სამუშაოების წარმართვას კი ფინანსურად სამართლებრივი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები უზრუნველყოფენ. არსებული ხარვეზების გამოსწორების პროცესი სააგენტოს ინსპექციის ჯგუფის მუდმივი მეთვალყურეობით წარიმართება.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გაზიარება76

დაკავშირებული -პოსტები

“ძალა ერთობაშია” – ქუთაისში 29 მარტს აქცია გაიმართება

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
“ძალა ერთობაშია” – ქუთაისში 29 მარტს აქცია გაიმართება
მთავარი

ქუთაისში 29 მარტს, 15:00 საათზე, აქცია სლოგანით "ძალა ერთობაშია" გაიმართება. "საქართველოში უკვე წელიწადნახევარზე მეტია გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ცივილიზაციური არჩევანი არის ევროპული...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში ხორბლის ფქვილის სავაჭრო სივრცეში, აგროქიმიკატებს ჰყიდდნენ

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
ზესტაფონში ხორბლის ფქვილის სავაჭრო სივრცეში, აგროქიმიკატებს ჰყიდდნენ
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, იმერეთში, ქალაქ ზესტაფონში, არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, აგროქიმიკატებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს - ამის შესახებ სეს-ის მიერ განცხადებაშია საუბარი. უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასურსათო დანიშნულების პროდუქტთან ერთად აგროქიმიკატებისა...

დაწვრილებითDetails

გაიზრდება თუ არა დენის ტარიფი

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 30 მარტს ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ იმსჯელებს. დღის წესრიგის მიხედვით, უნდა დადგინდეს როგორც თბილისში „თელმიკოს“, ასევე რეგიონებში "ეპ ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები. შეგახსენებთ, ელექტროენერგიის...

დაწვრილებითDetails

სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ
მთავარი

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ, რომლებმაც პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს. სიონის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები პანაშვიდს იხდიან, რომელიც 40 დღის განმავლობაში აღევლინება....

დაწვრილებითDetails

აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
აშშ უკრაინას დამატებით 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს
მთავარი

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდათოთხმეტი წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც საელჩო აღნიშნავს, 1992 წლის 24 მარტს, შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ქვეყნებს შორის...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

რა საფრთხეს შეიცავს გაბზარული კვერცხი – სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
კვერცხის ფასი 5%-ით შემცირდება მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრების განცხადება
მთავარი

ცხელი საკვების მაცივარში მოთავსება და გაბზარული კვერცხის გამოყენება ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს ქმნის. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა საუბრობს გადაცემაში დილა მშვიდობისა საქართველო. მისი განმარტებით, მომზადებული კერძი ოთახის ტემპერატურაზე...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
ძველ თბილისში ქალი სასტიკად მოკლეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2007 წელს დაბადებული ა.ი. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში...

დაწვრილებითDetails

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს-დაკავებულია ექვსი პირი

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
ბათუმის სასაფლაოზე კაცმა ყელი გამოიჭრა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს. პოლიციელების მიერ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების,...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"