
გავაუთოოთ თუ არა ჩვილი ბავშვის ტანსაცმელი და თეთრეული?
ბავშვის ტანსაცმლის და თეთრეულის დაუთოებაზე დროის კარგვას, იმ მიზნით რომ ეს სავალდებულოა, ერთმნიშვნელოვნად არ აქვს აზრი
უთოობა მხოლოდ დროის უაზრო ხარჯვა არ არის. ამ ქმედებაში სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი რისკებიც არსებობს


ტანსაცმლის უთოობა იწვევს მის სტერილიზაციას (მიკრობების განადგურებას), სტერილიზაციაში კი არაფერია კარგი, რადგან იმუნური სისტემის ჩამოყალიბების ეტაპზე აუცილებელია ბავშვს ჰქონდეს მუდმივი კონტაქტი მიკრობებთან, იმ მიზნით რომ მას ჩამოუყალიბდეს ძლიერი იმუნური სისტემა. ტანსაცმელი კი მიკრობებთან კონტაქტის ერთ-ერთი საშუალებაა.

ელექტრო უთო დამატებითი ფაქტორია სახლში ჰაერის გამოსაშრობად, გამომშრალი ჰაერი კი როგორც იცით ბევრ პრობლემას იწვევს, როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულებში

ჯანმრთელ ბავშვს დასვენებული, მშვიდი, კეთილი და მომღიმარი მშობელი გაცილებით მეტად სჭირდება, ვიდრე დაუთოებული ტანსაცმელი

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის ტანსაცმლის დაუთოება ძალიან ეფექტური გზაა ტანსაცმლის დეზინფექციისთვის და ეს მეთოდი შეიძლება სასურველი იყოს კანის ზოგიერთი დაავადების დროს (ამ შემთხვევაში, დაუთოებას თავად ბავშვის ექიმი გირჩევთ)