საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესის მეორე სემესტრი კვლავ ონლაინ რეჟიმში განახლდება . აღნიშნული ქალაქების სიაშია ქუთაისიც. საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის თქმით ონლაინ სწავლება 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება . ჯერ-ჯერობით უცნობი რა გადაწყვეტიელბას მიიღებს სამინისტრო თებერვლისათვის. 1 თებერვლიდან შეზღუდვების გარკვეული ნაწილის მოხსნაა დაგეგმილი, თუმცა შეეხება თუ არა ეს სკოლებს და აღდგება თუ არა დიდი ქალაქების სასწავლო დაწესებულებებიში სწავლება ჩვეულ რეჟიმში უცნობია. ცქიტიშვილისვე თქმით მოთხოვნის შემთხვევაში ისინი ინდივიდუალურად მშობლებს დუალური სწავლების სისტემას შესთავაზებენ, როგორც სკოლებში ისე ონლაინ. გარდა ამისა სამინისტრომ მობილურ ოპერატორებთან – „სილქნეტი“, „მაგთიკომი“ და „ვიონი საქართველო“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის შედეგადაც ონლაინ სასწავლო პროცესში ჩართული მასწავლეები და მოსწავლებლები 10 ლარად 20 GB-ის მობილურ ინტერნეტპაკეტებს მიიღებენ.
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...









