საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესის მეორე სემესტრი კვლავ ონლაინ რეჟიმში განახლდება . აღნიშნული ქალაქების სიაშია ქუთაისიც. საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის თქმით ონლაინ სწავლება 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება . ჯერ-ჯერობით უცნობი რა გადაწყვეტიელბას მიიღებს სამინისტრო თებერვლისათვის. 1 თებერვლიდან შეზღუდვების გარკვეული ნაწილის მოხსნაა დაგეგმილი, თუმცა შეეხება თუ არა ეს სკოლებს და აღდგება თუ არა დიდი ქალაქების სასწავლო დაწესებულებებიში სწავლება ჩვეულ რეჟიმში უცნობია. ცქიტიშვილისვე თქმით მოთხოვნის შემთხვევაში ისინი ინდივიდუალურად მშობლებს დუალური სწავლების სისტემას შესთავაზებენ, როგორც სკოლებში ისე ონლაინ. გარდა ამისა სამინისტრომ მობილურ ოპერატორებთან – „სილქნეტი“, „მაგთიკომი“ და „ვიონი საქართველო“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის შედეგადაც ონლაინ სასწავლო პროცესში ჩართული მასწავლეები და მოსწავლებლები 10 ლარად 20 GB-ის მობილურ ინტერნეტპაკეტებს მიიღებენ.
20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი დღე აქტიურობითა და მოულოდნელი შესაძლებლობებით იქნება სავსე. ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის აღება – თქვენი თავდაჯერებულობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრაა მოსალოდნელი. კურო ფინანსურ საკითხებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. მოერიდეთ...









