გავლენიანი გამოცემა Bloomberg ნორვეგიის სამკურნალო სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ნორვეგიაში კორონავირუსის ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა.
საუბარია BioNTec / Pfizer-ის წაროებულ ვაქცინაზე, რომლის გამოყენება რამდენიმე ქვეყანამ აქტიურად დაიწყო.
„23 ადამიანი გარდაცვალა პირველი ვაქცინის გაკეთებიდან მოკლე დროში“, – წერს Bloomberg.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ გარდაცვლილები ძირითადად 80 წელს გადაცილებულები არიან და მათში შესაძლოა, ვაქცინის გვერდითი ეფექტები მწვავე რეაქციების სახით გამოვლინდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამერიკული კომპანია BioNTec / Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინა შენახვის განსაკუთრბულ პირობებს საჭიროებს. საუბარია -80 გრადუსზე, რისთვისაც სპეციალური მაცივრებია აუცილებელია.
არ გამორიცხავენ, რომ გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა სწორედ შენახვის პირობების დარღვევასთან იყო დაკავშირებულია.
ამ დროისთვის ნორვეგიაში ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა 33 000 ადამიანს, ძირითადად მაღალ რისკ-ჯგუფებში მყოფ პირებს, საიდანაც 23 გარდაიცვალა, თუმცა დანიაში იმავე ვაქცინით აიცრია თითქმის 5-ჯერ მეტი ადამიანი, მაგრამ გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
გავრცელებულ ინფორმაციას, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება ცნობილი ქართელი იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც, რომელიც წერს:
„23 ადამიანი, 80 წლის ზემოთ ასაკში გარდაიცვალა Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ. ვაქცინაციის პირველი მომხრე მე ვარ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ფაქტების ინგორირება დაუშვებელია, დაველოდოთ სამედიცინო გამოძიების შედეგებს! იმედია სასწორის ორი პინა, სადაც რისკი და სარგებელია, რისკის მხარეს არ გადაიწონება“.










