LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ტრანსპორტის დაზიანების შემთხვევაში მოხდება დაჯარიმება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული აკრძალვა წარმოადგენს დისკრიმინაციის მძიმე ფორმას – არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მიმართავენ

დაპოსტა 2021/01/15-ში
A A
375
ნახვა
გაზიარება

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ, 1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს და უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი ღონისძიებების გატარება პანდემიით გამოწვეული მოთხოვნების დაცვისთვის – დისტანცირება, დეზინფექცია და მგზავრთა რაოდენობის და ტრანსპორტში პირბადის ტარების კონტროლი და საზ. ტრანსპორტის მუშაკთა უსაფრთხოების დაცვა.

მიმართვას შვიდი ორგანიზაცია აწერს ხელს და ესენი არიან: “თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“, ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, არასამთავრობო ორგანიზაცია “იარე ფეხით”, “ურბანული ლაბორატორია“, მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს”, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე პოლუსი”.

მათ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული შეზღუდვები მორგებულია მხოლოდ პრივილეგირებულთა კლასზე და არჩევანს არ უტოვებს საზოგადოების იმ ფენას, რომელიც სასიცოცხლოდაა დამოკიდებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებაზე.

“COVID-19 პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკის მრავალ სექტორს, სრულად შეცვალა ადამიანების ცხოვრება და რთული გამოწვევების წინაშე დააყენა არათუ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნებიც კი.

ამ მხრივ განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა პანდემიის პირობებში. მოსახლეობის სურვილი და შესაძლებლობა შეცვალონ ქცევა პანდემიასთან ადაპტირების მიზნით მნიშვნელოვნად განსხვავდება საზოგადოების ფენებს შორის და დამოკიდებულია ოჯახის შემოსავალზე და შემადგენლობაზე, სამუშაო საათების მოქნილობაზე, სახლიდან მუშაობის შესაძლებლობაზე, ციფრული ტექნოლოგიებით სარგებლობის უნარსა და ავტომობილის ხელმისაწვდომობაზე. ყოველივე ეს მნიშვნელოვან უთანასწორობას წარმოქმნის ადამიანებში, რომლის აღმოფხვრაზე ზრუნვა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული აკრძალვა უდიდესი დარტყმაა მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის და წარმოადგენს პირდაპირი დისკრიმინაციის მძიმე ფორმას. სახელმწიფო მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომლებიც არ ფლობენ ავტომობილს ეუბნება, რომ არ აინტერესებს და სრულად უგულებელყოფს მის გადაადგილების საჭიროებას. 2016 წელს ჩატარებული თბილისის შინამეურნეობის კვლევის თანახმად შინამეურნეობის 58%-ს არ ყავს ავტომობილი. მისი მფლობელობა იზრდება შემოსავლის პირდაპირპროპორციულად, მაღალია ცენტრალურ უბნებში და დაბალია გარეუბნებში. თვალსაჩინოა “ჩემი ქალაქი მკლავს“ Facebook-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმად, (894 რესპონდენტი) 75% ემხრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას.

აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის თბილისის მერიის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიასთან, ურბანული მობილობის გეგმასთან და იმ სატრანსპორტო პირამიდასთან, რომლის თანახმად, პრიორიტეტი ენიჭება ქვეითს, ველოსიპედს, საზ. ტრანსპორტს და მხოლოდ შემდეგ კერძო ავტომობილს.

უფრო თვალსაჩინო, რომ გახდეს ქვემოთ მოვიყვანთ, რამდენიმე ქვეყნის მაგალითს. ჩვენ მივმართეთ ქვეითთა საერთაშორისო ფედერაციის წევრ ორგანიზაციებს კითხვით, თუ რა მიდგომა იყო ამ მხრივ სხვა ქვეყნებში. პასუხების უმრავლესობა ცხადყოფს, რომ პანდემიის არც ერთ ეტაპზე ევროპის და ამერიკის კონტინენტის წამყვან ქალაქებში, როგორიცაა ლონდონი, ტორონტო, ნიუ-იორკი, ბრუსელი, დუბლინი, ბერნი და ბერლინი არ გაჩერებულა საზ. ტრანსპორტი. აკრძალვა არ მომხდარა არც კიევსა და ერევანში, რომლებიც ჩვენს რეალობასთან უფრო ახლო მდგომი ქალაქებია. 14 ქვეყნიდან მხოლოდ ერთ ქვეყანში, სამხრეთ აფრიკაში მოხდა საზ. ტრანსპორტის სრული აკრძალვა, რაც განპირობებული იყო მასიურად მიკროვატობუსებზე დამოკიდებულებით.

დიდ ბრიტანეთის და ნიდერლანდების მთავრობებმა გამოსცეს რეკომენდაცია, რომ მოქალაქეებს მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში ესარგებლათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამგვარ მიდგომებს თან ახლდა მკაცრი ფიზიკური დისტანცირების წესები. მაგ. 2020 წლის მაისში, ავსტრალიაში 12-მეტრიანი ავტობუსის მგზავრთა რაოდენობა 12-მდე შემცირდა.

იაპონიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეული დატვირთვით მუშაობდა (ივლისის თვის მონაცემები), არ ხდებოდა ფიზიკური დისტანცირება მგზავრებს შორის, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა მგზავრი ატარებდა პირბადეს არ დაფიქსირებულა კოვიდ-19-ის აფეთქებები, რომელიც საზ. ტრანსპორტით სარგებლობასთან იქნებოდა დაკავშირებული. ამავე ქვეყანაში დადგინდა, რომ კოვიდ-19 ინფიცირების კლასტერები ძირითადად დაკავშირებული იყო ისეთ ადგილებთან, სადაც ადამიანები იკრიბებოდნენ, იკვებებოდნენ, სვამდნენ, საუბრობდნენ და მღეროდნენ, როგორიცაა ბარები, რესტორნები და ცოცხალი მუსიკის ღონისძიებები. არც ერთი კლასტერი არ უკავშირდებოდა სამგზავრო მატარებლებს. ის ფაქტი, რომ ახლო მანძილზე საუბრები უცნობ ადამიანებს შორის საზ. ტრანსპორტში იშვიათია, ჰიპოთეზად წარმოადგინა ვირუსოლოგმა ჰიტოში ოშიტანიმ, როგორც ამ მიგნების ერთ-ერთი ახსნა (Normile 2020).

ამ ტიპის შედეგებმა გამოიწვია სინგაპურში მიღებული გადაწყვეტილება, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ მოითხოვება მკაცრი ფიზიკური დისტანციის დაცვა, თუმცა მგზავრებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება და აკრძალულია საუბარი. ამჟამად ტოკიოში არსებული ვითარება აჩვენებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთ მეტრზე მცირე მანძილით ფიზიკური დისტანცირება, პირბადის ტარების მოთხოვნასა და ჰიგიენის მკაცრი სტანდარტების დაცვასთან ერთად ეფექტური პრევენციის ფორმაა.

ფიზიკური დისტანციის დაცვა და ვირუსის გადაცემის კონტროლი რთული გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში და დამოკიდებულია პირბადის გამოყენებაზე, დეზინფექციაზე, ვენტილაციასა და სხვა ფაქტორებზე. თუმცა ეს სრულიად არ ამართლებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც 2-თვეზე მეტია საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არ ფლობს ავტომობილს ან ვერ წვდება კიდევ უფრო გაძვირებული ტაქსის მომსახურებას, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშეა დატოვებული. დაუშვებელია, რომ ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული შეზღუდვები მორგებული იყოს მხოლოდ პრივილეგირებულთა კლასზე და არჩევანი არ დაუტოვოს საზოგადოების იმ ფენას, რომელიც სასიცოცხლოდაა დამოკიდებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებაზე“, – ნათქვამია არასამთავრობოთა განცხადებაში.

გაზიარება150

დაკავშირებული -პოსტები

კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება
მთავარი

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.   ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი...

დაწვრილებითDetails

აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და...

დაწვრილებითDetails

როგორია ქუთაისთან ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3-მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ და ზედმეტ სიჩქარეს მოერიდეთ.   კურო   ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. წინდახედულობა მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ.   ტყუპები   წარმატებას კომუნიკაცია...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

27 ივლისს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +26 - უმეტესად ღრუბლიანი...

დაწვრილებითDetails

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თოშხუა...

დაწვრილებითDetails

ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ის 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. სვიმონიშვილი ავარიის...

დაწვრილებითDetails

ავარიისას დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელება. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 4 ადამიანი, მძიმეა 1 ქალია მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ალაზნის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, მედიკოსები ამ...

დაწვრილებითDetails

უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი – როგორია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ზესტაფონის კლინიკა "ფერომედის" რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ მახათაძის განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტი საავადმყოფოში ხელის ამპუტაციით შეიყვანეს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"