საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით 1200-ლარიანი დახმარება 8 თებერვლიდან დაიწყება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
გთავაზობთ ვიდეო ინსტრუქციას როგორ შეავსოთ 1200 ლარიანი დახმარების განაცხადი.
„მოგეხსენებათ, რომ დაიწყო უკვე განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ეპიდემიის მეორე ტალღის შედეგად ამ განცხადების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე და 28 თებერვლიდან უკვე დაიწყება დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1 200 ლარი 6 თვის განმავლობაში .დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალზე ატვირთულია 45 ათასი ასეთი განაცხადი“,- აღნიშნა პრემიერმა.










