პროექტის „თანამშრომლობა ფარული ძალადობის პრევენციისთვის“ ფარგლებში ონლაინ – მრგვალი მაგიდა შედგა. ონლაინ შეხვედრას როგორც ორგანიზატორები ისე ადგილობრივი თვითმმართველობის , არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროექტში უშუალოდ ჩართული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ასევე პრემიერ-მინისტრის თანაშემწე და მრჩეველი გენდერის საკითხებში ლელა აქიაშვილი. მონაწილეებმა იმ შედეგებზე და ღონისძიებებზე ისაუბრეს, რაც 6 თვის განმავლობაში ზუგდიდსა და წყალტუბოში პროექტის ფარგლებში განხორციელდა. მის ძირითად ნაწილს კვლევა წარმოადგენდა – „ ქალთა მიმართ ძალადობის ღია და ფარული ფორმები წყალტუბოს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში“ კვლევაში 18-დან 70 წლამდე ასაკის 422 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
გარდა კვლევისა ჩატარდა ტრენინგები ზუგდიდსა და წყალტუბოში, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე დაიბეჭდა საინფორმაციო ფლაერები . შემუშავდა რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოებისთვის .პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციები ქალთა ასოციაცია „ვაკეთოთ ერთად“ და „ახალი ნათება“ საქართველოში ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდენენ .