მთავრობის გადაწყვეტილებით არსებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. შეზღუდვების ფარგლებში დაკეტილია სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანპორტის მუშაობა, დისტანციურ რეჟიმში ფუნქციონირებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები; ღამის 9-დან დილის 5-მდე კი ე.წ.კომენდანტის საათი მოქმედებს. შეზღუდვები 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო, თუმცა თარიღმა გადაიწია. მეგა ტვ-მა მოქალაქეებს კითხა რას ფიქრობენ ცვლილებაზე და როგორ ახერხებენ ისინი თავის გატანას შეზღუდვების პირობებში
მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
"შევხვდით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მათ შორის, მამა გურამ ჭარელაშვილს. გავაცანით ეს დაავადება, რა დაავადებაა, რამდენი ბავშვია და რა მასშტაბის პრობლემაა ეს ყველაფერი და რა გვესაჭიროება. ამაზე ვისაუბრეთ. თქვეს, რომ ყველანაირ დახმარებას...









