მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში.
გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ორი არასრულწლოვანი გოგონა, ადგილზე გარდაიცვალა.
ორივე გარდაცვლილი მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა.
შემთხვევის შედეგად, მძიმედ დაშავდნენ 25 წლამდე ასაკის მამაკაცი და კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგონა.
სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში გადაიყვანა.
საავადმყოფოს დიექტორის, გელა ორველაშვილის ინფორმაციით, ორივე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.თეონა აბესაძე










