აშშ-ის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე საშიში სერიული მკვლელი – სამუელ ლითლი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ყოფილი ბოქსერი – ლითლი ოთხშაბათს, კალიფორნიის ერთ-ერთ კლინიკაში დაიღუპა. იგი სამუდამო პატიმრობას სამი ქალის მკვლელობის გამო იხდიდა, თუმცა გარდაცვალებამდე, ლითლმა აღიარა, რომ 1970 წლიდან 2005 წლამდე, მას სულ, 93 ქალი ჰყავდა მოკლული.
მაღალჩინოსნების თქმით, ლითლი ადვილად მოწყვლად პირებს – ნარკოდამოკიდებულები, სექს-მუშაკები და სხვებს, განზრახ არჩევდა. სპორტსმენი მათ ჯერ „ნოქაუთში“ აგდბდა, ბოლოს კი ახრჩობდა. ამ ხალხის სიკვდილის შემთხვევები, პოლიციის მიერ, ხშირად არასწორადაც განისაზღვრებოდა ხოლმე – უბედურ შემთხვევას ან ნარკოტიკების გადაჭარბებულ მიღებას ბრალდებოდა. ზოგჯერ, საქმეები გამოუძიებლადაც კი იხურებოდა.
FBI-სთვის მისი აღიარება დამაჯერებელია. ხაზგასასმელია ისიც, რომ სამართალდამცავებმა ლითლის მიერ ციხეში შესრულებული ნახატებიც გამოაქვეყნეს. სურათებზე მისი მსხვერპლებია გამოსახული.
სამუელ ლითლი, პოლიციამ 2012 წელს ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააკავა. დნმ-ის ტესტის პასუხის გაგების შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ იგი 1987-დან 1989 წლამდე, სამ მკვლელობასთან იყო დაკავშირებული. ამასთან ერთად, მას აშშ-ის მასშტაბით, ფართო კრიმინალური ჩანაწერები ჰქონდა, ძარცვით დაწყებული, გაუპატიურებით დასრულებული, რის გამოც, მკვლელს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.










