LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორი იქნება 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

როგორი იქნება 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დაპოსტა 2020/12/31-ში
A A
656
ნახვა
გაზიარება

ჩინური ზოდიაქოს მიხედვით, 2021 წელი ხარის წელია. ასტროლოგები ამბობენ, რომ 2020 წლისგან განსხვავებით, 2021 წლის ზოგადი ფონი პოზიტიური იქნება და ბევრი ადამიანი ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებს უნდა ელოდოს. მიუხედავად საკმაოდ მძიმე 2020-ისა, ახალ წელს ახალი იმედებითა და მოლოდინებით ვხვდებით. ვნახოთ, როგორ წელს პროგნოზირებენ ასტროლოგები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი

ასტროლოგების პროგნოზით, 2021 წელი თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება და ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ მიზნებს მიაღწიოთ და სანუკვარი ოცნებები აიხდინოთ. კოსმოსი თქვენკენ პოზიტიურ ვიბრაციებს გზავნის, რომლებიც ძირითადად სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატებას გპირდებათ. მთლიანი წლის ფონი პოზიტიური ენერგიითაა სავსე და მცირე პრობლემები, რომლებიც თავს იჩენს, საერთო კეთილდღდღეობას ვერაფერს დააკლებს. ასე რომ, მოემზადეთ, ოცნებების ახდების წელი იწყება.

კურო

2021 წელი კუროს ზოდიაქოს ნიშნებისთვის განსაკუთრებით კარგი იქნება კარიერული ზრდის თვალსაზრისით, აუცილებლად უნდა ისწავლოთ რაღაც ახალი და იზრუნოთ თვითგანვითარებაზე. ვარსკვლავები თქვენგან სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას მოითხოვენ. ყურადღება მიაქციეთ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რადგანაც 2021 წელს თქვენი წარმატება დიდწილად დამოკიდებული იქნება ადამიანებთან სწორ კომუნიკაციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გადაულახავი წინააღმდეგობების წინაშე აღმჩნდეთ. ფინანსური წარმატება გელოდებათ წლის მეორე ნახევარში.

ტყუპები

2021 წელს შეძლებთ წარსულიდან გადმოყოლილ პრობლემებს ბოლო მოუღოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ყველაფერი ცუდი და ნეგატიური წარსულში დატოვოთ და ახალი წლიდან ახალ გამოწვევებზე, ახალ შესაძლებლობებზე კონცენტრირდეთ. მოსალოდნელია, რომ სამსახურს შეიცვლით, ან საერთოდაც პროფესიის შეცვლას მოინდომებთ. გახსოვდეთ, რომ ყველა ნაბიჯს, რომელიც ცვლილებებისკენ იქნება მიმართული, ვარსკვლავები მხარს უჭერენ და წარმატებას გპირდებიან. თავი აარიდეთ ფინანსურ გარიგებებს, რადგანაც ამ შემთხვევაში, დანაკარგებია მოსალოდნელი. აკეთეთ საქმე, რომელიც სიამოვნებას მოგგვრით.

კირჩხიბი

კირჩხიბები, 2021 წელი თქვენთვის იდეალურად ნამდვილად არ დაიწყება. შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეთ, რომელთა მოგვარებაც გაგიჭირდებათ, მაგრამ ასტროლოგთა მტკიცებით, დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოსწორდება და რთული დღები წარსულში დარჩება. განსაკუთრებით პოზიტიურ სიახლეებს უნდა ელოდოთ 2021 წლის ზაფხულისთვის, როცა ცხოვრება დადებითი ენერგიით აივსება, პრობლემები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოგვარდება და ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მიაღწევთ წარმატებას – შესაძლოა, ეს წარმატება უკავშირდებოდეს როგორც სიყვარულს, ასევე კარიერასა და ფინანსებს.

 

ლომი

2021 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი, გარდამტეხი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ, რაც თქვენი ცხოვრები დინებას სრულად შეცვლის. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მაქსიმალურად ეცადოთ, არ იმოქმედოთ ხისტად და იმპულსურად, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით, რადგანაც ეს წელი თქვენს ცხოვრებაში ერთგვარი წყალგამყოფი იქნება და ამ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე იქნება დიდწილად დამოკიდებული ის, თუ როგორ გაატარებთ ცხოვრებას მომდევნო წლებში. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა გინდათ სინამდვილეში, რა გაბედნიერებთ და ამ კითხვებზე მიღებული პასუხების მიხედვით იმოქმედეთ.

ქალწული

2021 წელს თქვენი ენთუზიაზმის, ასევე შემოქმედებითი აზროვნების ხარისხი გაათმაგებული იქნება, რაც მომდევნო წლის განმავლობაში თქვენს წარმატებას განაპირობებს. ასტროლოგები პოზიტივით და დადებითი ენერგიით სავსე წელს გიწინასწარმეტყველებენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით წავა, მაინც მაქსიმალური ყურადღებით უნდა იყოთ, რადგანაც მცირედი დაუდევრობაც კი, შესაძლოა, ძვირად დაგიჯდეთ. განსაკუთრებული ყურადღება კი სასიყვარულო ურთიერთობებში გამოიჩინეთ, არასწორმა კომუნიკაციამ შესაძლოა, ურთიერთობა გაანადგუროს.

სასწორი

ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, 2021 წელი თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი იქნება, იქნებით ენერგიულები და წამრატების მიღწევისკენ ორიენტირებულნი და რაც მთავარია, თქვენი მცდელობები შედეგს გამოიღებს და სანუკვარ მიზნებს მიაღწევთ. თუ დაქორწინებულები არ ხართ, მოსალოდნელია, რომ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას სწორედ ახლა მიიღებთ. ხოლო თუ ქორწინებაში ხართ, ურთიერთობა უფრო მყარი და სასიამოვნო გახდება. ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს და საყვარელ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად დააფასებთ.

მორიელი

2021 წელს იქნებით უფრო გაბედულები და მიიღებთ ისეთ გადადაწყვეტილებებს, რასაც აქამდე ვერ ბედავდით. დაუშვებთ შეცდომებიც და შესაძლოა, რთულმა დღეებმაც იჩინონ თავი, თუმცა მხნეობას შეინარჩუნებთ და საბოლოო ჯამში, პოზიტიური დამოკიდებულებები დაგეხმარებათ სირთულეების დასაძლევად. მთავარია, რომ არ დანებდეთ და ყურები არ ჩამოყაროთ. მოსალოდნელია, რომ ძალიან ჯიუტები იქნებით და როგორ გადაწყვეტილებასაც უნდა იღებდეთ, მტკიცედ იქნებით საკუთარ პოზიციაზე, რაც შესაძლოა, ძვირად დაგიჯდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ აუცილებლად მოუსმინოთ საყვარელ ადამიანებს და მათი რჩევები გაითვალისწინოთ.

მშვილდოსანი

2021 წელი ბევრ სიურპრიზს გიმზადებთ. თქვენს შემთხვევაშიც ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო წელი. არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკის ხართ, სასიამოვნო სიახლეები ცხოვრებას ნათელ შუქს მოჰფენს და სიხარულით აავსებს. მომდევნო წლის განმავლობაში წარმატება, კეთილდღეობა და იღბალი თქვენ მხარესაა, უბრალოდ დატკბით და ისიამოვნეთ ყველა იმ შესაძლებლობით, რომლებსაც ვარსკვლავები გთავაზობენ. თქვენი განათლება და კომპეტენცია გარშემო მყოფებს აღაფრთოვანებს. მოსალოდნელია წარმატება ცხოვრების ყველა მიმართულებით.

თხის რქა

2021 წელი თქვენთვის საკმაოდ რთულად დაიწყება, რამაც შესაძლოა, წლის ზოგად ფონზე იქონიოს ნეგატიური გავლენა. თუმცა თქვენ ის კატეგორია ხართ, ვინც არასდროს ნებდება და საქმისადმი გულგრილობას არ იჩენს, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ შრომისმოყვარეობა 2021 წლის მიწურულისთვის დაგიფასდებათ, მანამდე კი უნდა მოითმინოთ. კარგად დაფიქრდით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე. შესაძლოა, დეპრესიამ და სტრესმა იჩინოს თავი, ამიტომაც ასტროლოგები გირჩევენ, რომ წლის განმავლობაში დიდი დრო დაუთმოთ დასვენებას, განტვირთავს და საკუთარ თავზე ზრუნვას.

მერწყული

მოსალოდნელია, რომ მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე იქნებით, თუმცა ეს გამოწვევები საბოლოო ჯამში დიდ გამოცდილებას შეგძენთ და წარმატებამდე მიგიყვანთ. ამიტომაც, არაფრის შეგეშინდეთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, ვარჯიში აქციეთ რუტინად, ასევე გამოიმუშავეთ კვების ჯანსაღი რეჟიმი, რადგანაც ყოველივე მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს. ახლა როგორ წარმოუდგენლადაც უნდა გეჩვენებოდეთ, მოსალოდნელია, რომ მომდევნო წელს ბევრს იმოგზაურებთ, შესაძლოა საცხოვრებლად სულაც უცხო ქვეყანაში გადახვიდეთ.

თევზები

2021 წელი არ იქნება განსაკუთრებული წარმატების მომტანი, თუმცა შეინარჩუნებთ სტაბილურობას. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მიჰყვეთ დინებას და ყოველთვის ენდოთ ინტუიციას. გადაწყვეტილებები სწორედ ინტუიციის კარნახით მიიღოთ. მოსალოდნელია, რომ შემოდგომისთვის შემოსავალი გაგეზრდებათ, შემოსავლის ახალი წყარო გაჩნდება. მთავარი გაფრთხილება კი ასეთია – არ დააბრუნოთ ცხოვრებაში ადამიანები წარსულიდან და არ დაუბრუნდეთ საქმეს, რომლის კეთებაც წარსულში არ გამოგიგივიდათ.

გაზიარება262

დაკავშირებული -პოსტები

კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება
მთავარი

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.   ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი...

დაწვრილებითDetails

აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და...

დაწვრილებითDetails

როგორია ქუთაისთან ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3-მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ და ზედმეტ სიჩქარეს მოერიდეთ.   კურო   ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. წინდახედულობა მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ.   ტყუპები   წარმატებას კომუნიკაცია...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

27 ივლისს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +26 - უმეტესად ღრუბლიანი...

დაწვრილებითDetails

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თოშხუა...

დაწვრილებითDetails

ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ის 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. სვიმონიშვილი ავარიის...

დაწვრილებითDetails

ავარიისას დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელება. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 4 ადამიანი, მძიმეა 1 ქალია მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ალაზნის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, მედიკოსები ამ...

დაწვრილებითDetails

უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი – როგორია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ზესტაფონის კლინიკა "ფერომედის" რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ მახათაძის განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტი საავადმყოფოში ხელის ამპუტაციით შეიყვანეს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"