ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 064 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 497 დაფიქსირდა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში მკურნალობს 1 293 ადამიანი, მათ შორის მძიმე პაციენტია 242, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში იმყოფება 110 პირი, საკარანტინე სივრცეებში კი 6.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაშია 5 570 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 740 პირი.









