LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

პარტიების დაფინანსების შესახრბ ახალი კანონპროექტი პარლამენტში დღეს შევა

დაპოსტა 2020/12/21-ში
412
ნახვა
გაზიარება

კანონპროექტების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ბიუროს დღეს წარედგინება. ცვლილებები „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის.

კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

როგორც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე განმარტავს, კანონპროექტების პაკეტი საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული.

„აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად კი, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს“, – აცხადებს კობახიძე.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინიციატივის წესით არის შესული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

„როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნულ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე რეაგირებისათვის. ბუნებრივია, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი „საარჩევნო კოდექსი“ საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად. ღრმად გვწამს, რომ აღნიშნული კანონპროექტი, კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად, წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას“, – განაცხადა კობახიძემ.

აღნიშნული კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესით 17 დეკემბერს შევიდა.

გაზიარება165

დაკავშირებული -პოსტები

სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს

ოქტომბერი 16, 2025
98
??????????????????????
მთავარი

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა  ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს. აღნიშნული სასწავლებელი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 20 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. 2005 წლის 10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის №476 ბრძანებულებით შეიქმნა სსიპ ზურაბ ჟვანიას...

დაწვრილებითDetails

“ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო კანონი რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს

ოქტომბერი 16, 2025
47
მთავარი

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, აიკრძალოს: კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და მისი ხელმძღვანელობა,...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს კომისია დასკვნას აქვეყნებს

ოქტომბერი 16, 2025
118
მთავარი

საპატრიარქოს კომისია დასკვნას აქვეყნებს:  "მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ განიხილა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) საკითხი. კომისიის წევრებმა შეაფასეს არქიმანდრიტ დოროთეს მხრიდან ბოლო...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება

ოქტომბერი 16, 2025
43
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება. კომისიას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ხელმძღვანელობს. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, დღევანდელი სხდომა არქიმანდრიტ დოროთე...

დაწვრილებითDetails

ალკოჰოლის მოხმარება ევროპაში კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა

ოქტომბერი 16, 2025
41
მთავარი

ალკოჰოლის მოხმარება ევროპაში კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა, ამის შესახებ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის სააგენტოს ახალ ანგარიშში ვკითხულობთ. ექსპერტების თქმით, ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვის მიზნით მთავრობის უფრო მკაცრი პოლიტიკა...

დაწვრილებითDetails

რა არის “ფინანსური პირამიდა”?

ოქტომბერი 16, 2025
21
მთავარი

ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობისგან ხდება თანხების მოზიდვა და სანაცვლოდ, როგორც წესი, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზება. ფინანსური პირამიდა, უმეტესწილად, არ ახორციელებს მომგებიან...

დაწვრილებითDetails

ფინანსური ტრიუმფი: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წელს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელოდება

ოქტომბერი 16, 2025
35
მთავარი

წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი თამამი გადაწყვეტილებების, სწრაფი კარიერული წინსვლისა და მოულოდნელი ფინანსური შესაძლებლობების ეტაპია. 2026 წლის ენერგია დაეხმარება მათ, ვისაც რისკისა და მკაფიო მოქმედებების არ ეშინია. ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში რუსეთის 5 მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 16, 2025
201
მთავარი

ბრიფინგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქე დააკავა....

დაწვრილებითDetails

ასაკი ვერ იქნება ინდულგენცია- “ოცნების” კანონპროექტი არასრულწლოვნებზეც გავრცელდება

ოქტომბერი 16, 2025
54
მთავარი

"ოცნება" აქციაზე დგომის გამო არასრულწლოვნების დასჯასაც აპირებს - დღეს გაირვკა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ "ოცნების" მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დღეს მიიღებს, არასრულწლოვნებზეც გავრცელდება. თუ მოზარდი ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გავა, ის შეიძლება...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში კანაფის მოყვანის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს

ოქტომბერი 16, 2025
53
მთავარი

პოლონეთში, კანაფის მოყვანის ბრალდებით 44 წლის ქართველი დააკავეს.  ჩხრეკის დროს პოლონეთის პოლიციამ კანაფის გარდა 8 გრამზე მეტი მარიხუანა ამოიღო. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».