ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩაზე, ბანკთან, სადაც მოხუცები პენსიას ღებულობენ ფასადი ჩამოიშალა. მიუხედავად საგანგებო სამსახურის მიერ შემოსაზღვრული ადგილისა, თანხის აღების მიზნით, პენსიონერები საშიშ ზონაში მაინც გადადიან. შემთხვევის დროს, საბედნიეროდ ადგილზე არავინ დაშავებულა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მერიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ. საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურში კი მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ შესულა. აღსანიშნავია, რომ ეს ქუთაისში ფასადის ჩამოშლის პირველი შემთხვევა არაა და მოქალაქეები ადგილობრივ თვითმმართველობას ხშირად მიმართავენ მზგავსი პრობლემების მოსაგვარებლად. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მომხდარი შემთხვევებისას არაერთი მოქალაქე დაშავდა და იყო მსხვერპლიც.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადაიღეს და ინახავდნენ დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც სოციალური...








