გასული 24 საათის განმავლობაში “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი 30-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. კოვიდცენტრში გამოჯანმრთელდა მელოგინე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ, თანმდევი დაავადების გამო გართულდა. მან კლინიკა ჩვილთან ერთად დატოვა. კოვიდცენტრის გინეკოლოგიურ განყოფილებაში 33 ორსული და მელოგინე რჩება. მედიკოსების განცხადებით, განყოფილებას კიდევ 8 პაციენტი დატოვებს. მათ ვირუსი საბოლოოდ დაამარცხეს. კლინიკაში ასევე ელოდებიან კორონავირუსით ინფიცირებული 15 დღის ჩვილის გამოჯანმრთელებას. ჯამში კოვიდცენტრის ნეონატოლოგიურ განყოფილებაში 11 ჩვილია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს
ტაბახმელაში გუშინ სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს. ქალს სავარაუდოდ, იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. ის ერთ-ერთ კერძო სკოლის პედაგოგი იყო. ადგილზე ნახეს ქალის ავტომობილიც, სადაც მისი ცხედარი იყო ნაპოვნი. როგორც ცნობილია, ქალის...










