გასული 24 საათის განმავლობაში “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი 30-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. კოვიდცენტრში გამოჯანმრთელდა მელოგინე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ, თანმდევი დაავადების გამო გართულდა. მან კლინიკა ჩვილთან ერთად დატოვა. კოვიდცენტრის გინეკოლოგიურ განყოფილებაში 33 ორსული და მელოგინე რჩება. მედიკოსების განცხადებით, განყოფილებას კიდევ 8 პაციენტი დატოვებს. მათ ვირუსი საბოლოოდ დაამარცხეს. კლინიკაში ასევე ელოდებიან კორონავირუსით ინფიცირებული 15 დღის ჩვილის გამოჯანმრთელებას. ჯამში კოვიდცენტრის ნეონატოლოგიურ განყოფილებაში 11 ჩვილია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ნალექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს: უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე...










