LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნამოხვანში “ენკას” ხიდის მოსამზადებელი სამუშაოები რიონმა წაიღო (+ფოტო)

საუბარი, რომ საქართველოს ეს ობიექტი არ სჭირდება, ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული, უბრალოდ დილეტანტიზმია და მეტი არაფერი – დავით მირცხულავა ნამოხვანჰესის მშენებლობაზე

დაპოსტა 2020/11/30-ში
A A
355
ნახვა
გაზიარება

2020 წლის მაისში დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ქვედა “ნამახვანი” ჰესის მშენებლობისთვის, რომელიც “ნამახვანის” ჰესების კასკადში შედის და 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტია 433 მგვტ დადგმული სიმძლავრით. პროექტი 105 მეტრიანი ბეტონის კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს, რასთან დაკავშირებითაც გარემოსდამცველების და ადგილობრივების ნაწილი სეისმურ საფრთხეებზე საუბრობენ და ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. რამდენად უსაფრთხოა რიონის ხეობაში ბეტონის კაშხლის მშენებლობა, კონკრეტულად რა მექანიზმებით ხდება საქართველოში მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის და უსაფრთხოების კონტროლი, როგორია საერთაშორისო გამოცდილება და რა როლი აქვს „ნამახვანის“ ჰესების კასკადს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ “საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის” თავმჯდომარე, დავით მირცხულავა ესაუბრა.

– „ნამახვანის“ ჰესის პროექტთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაშხალს, რომლის მშენებლობაც იგეგმება, მიწისძვრა დაანგრევს და ქუთაისს 34მეტრიანი ტალღა დაარტყამს. რამდენად რეალურია მიწისძვრის შემთხვევაში კაშხლის დანგრევის საფრთხე?

– ამ საკითხს დიდი ხანია ვეცნობი პირადად მე და მთლიანად დიდი კაშხლების კომიტეტი. მინდა გითხრათ, რომ ბუნებაში არ არსებობს შემთხვევა, რომ ბეტონის კაშხალი სეისმური დატვირთვისგან დანგრეულიყო. იაპონიაშიც კი, სადაც ძლიერი მიწისძვრებია, არასდროს ყოფილა კაშხლის დანგრევის ან დაზიანების ფაქტი. ცხადია, სეისმური დატვირთვა გასათვალისწინებელია და სკურპლუოზურად არის ყველა ის პარამეტრი სანახავი. ასეთი კაშხლების შემთხვევაში ხდება სტატიკური და სეისმური დატვირთვების გაანგარიშება, რაც დინამიურ ანგარიშში აისახება. მე მაქვს ინფორმაცია და ანგარიშები „ნამახვანის“ შესახებ. დეველოპერმა საკმაოდ მაღალ პარამეტრებზე მოახდინა გაანგარიშებები იმის გათვალისწინებით, რასაც ყველა ნორმატიული აქტი თუ მსოფლიოს დიდი კაშხლების ასოციაციის რეკომენდაცია მოითხოვს, ასევე ამერიკული ნორმები ამ ტიპის ნაგებობებისთვის. ერთი თვის წინ ჩაატარა ამ სამუშაოების პრეზენტაცია შვეიცარიული კომპანია Stucky-ს წარმომადგენელმა და შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი მაღალი პარამეტრებით საქართველოში არასდროს დათვლილა არცერთი ნაგებობა და ეს ნაგებობა აბსოლუტურად მდგრადია. ჩვენ ამ ნაშრომს ვუგზავნით დიდი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის სეისმურ განყოფილებას რეცენზირებისთვის და ასევე, მივმართავთ სხვა უცხოელ სპეციალისტებს, რათა ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ ამ ნაგებობის სეისმომედეგობა უზრუნველყოფილი იქნება. სეისმური დატვირთვით ასეთი კაშხალი არ ინგრევა. გრავიტაციული კაშხლები ყველაზე საიმედო კაშხლებად ითვლება.

– გარემოსდამცველების ნაწილი პროექტს აკრიტიკებს იმის გამოც, რომ მათი თქმით, პროექტზე არაა ჩატარებული გეოლოგიური კვლევები. რამდენად შესაძლებელია მსგავსი პროექტის გეოლოგიური კვლევის ჩატარების გარეშე განხორციელება?

– რაც შეეხება გეოლოგიურ კვლევებს, უამრავი გეოლოგიური კვლევაა ჩატარებული იმ მოცულობებით, რაც ამ ტიპის ნაგებობისთვის მოითხოვება. ამ ტიპის ნაგებობის მშენებლობის დროს ტარდება წინასწარი კვლევები, შემდეგ პროექტირების, მშენებლობის და ექსპლოატაციის ეტაპზე კვლევები უწყვეტად გრძელდება და ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი ყოველთვის. ამასთან, საჭიროა მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მათთვის, ვისაც სპეციალური განათლება არ აქვს, გასაგებ ენაზე ახსნა, რომ კვლევები იმ მოცულობით ტარდება, როგორსაც საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა გვკარნახობს.

– ზოგადად, როგორ რეგულირდება კაშხლების მშენებლობა საქართველოში?

– თავისი საინჟინრო სირთულით კაშხლები რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალი კლასის ნაგებობებია და მიდგომაც შესაბამისია. მშენებლობის ნებართვას ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სსიპ-ი გასცემს, რასაც წინ უძღვის არაერთი კვლევის ჩატარება და სამინისტროში წარდგენა. ცხადია, ტარდება კვლევები გარემოსდაცვითი მიმართულებითაც და არსებობს შესაბამისი მოთხოვნები კვლევების ხარისხთან დაკავშირებით.

„ნამახვანზე“ გარემოსდამცველები თუ საზოგადოების წევრები ამბობენ, რომ არ არსებობს გარემოსდაცვითი სტრატეგიული გეგმა და გეგმის გარეშე ხდება ასეთი დიდი ობიექტების მშენებლობა. ეს შეფასებები სინამდვილეს არ შეესაბამება. ჯერ კიდევ 2008 წელს „მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო – საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება. ფაქტობრივად, ესაა გეგმა 2008 წლიდან მომდევნო 15 წლის განმავლობაში რა ობიექტები უნდა განვითარებულიყო საქართველოში. ამ ნაშრომის თანახმად, ყველა თვალსაზრისით ითვლება, რომ „ნამახვანის“ ჰესების კასკადი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ობიექტი საქართველოს ენერგოსისტემაში, რომელსაც განსაკუთრებული ფუნქცია აქვს ელექტროენერგიის გენერაციის განვითარებაში. შესაბამისად იმაზე საუბარი, რომ საქართველოს ეს ობიექტი არ სჭირდება, ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული, უბრალოდ დილეტანტიზმია და მეტი არაფერი.

– როგორ ხდება კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უშუალოდ ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ, რამდენად არსებობს გარანტიები უსაფრთხოების მიმართულებით?

– რა თქმა უნდა, ექსპლუატაციაში შესვლის ეტაპზეც უამრავი საექსპერტო დასკვნა იწერება, ტარდება გაზომვები. კაშხლები ექსპლუატაციაში შესაბამისი გამოკვლევების გარეშე არცერთ შემთხვევაში არ შედის და ამ საკითხს არც საერთაშორისო ორგანიზაციების ტოვებენ უყურადღებოდ.

– რამდენად საკმარისია საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურა ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფისა და ენერგოდამოუკიდებლობის კონტექსტში?

– საქართველოში კაშხლების და წყალსაცავების მცირე რაოდენობა გვაქვს. ჩვენთან საუბარი არაა, რომ ბევრი ასეთი ნაგებობა აშენდეს. რამოდენიმე მდინარე გვაქვს, რომელსაც ასეთი პოტენციალი გააჩნია: რიონი და ენგური. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პარამეტრების გასაუმჯობესებლად, იმისთვის, რომ ენერგეტიკულად მდგრადი ქვეყანა ვიყოთ, აუცილებელია, რომ ჩვენი ჰიდრო რესურსი გამოვიყენოთ. უკვე წლებია ჰიდროპოტენციალის ათვისების 20%-იან მაჩვენებელზე ვართ. „ნამახვანის“ მსგავსი პროექტი ყოველწლიურად დაახლოებით 1%-ით უზრუნველყოფს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, როგორ შეიძლება ამაზე უარის თქმა? ამასთან ცხადია, უმაღლეს დონეზე უნდა ჩატარდეს ყველა კვლევა, რაც ასეც ხდება და საუბარი იმაზე, რომ კვლევები არ ტარდება, არასწორია.

– რა ფუნქცია აქვს „საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნულ კომიტეტს“ და რამდენად ხდება საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება?

– „მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომისიის“ წევრი საქართველო 2011 წლიდან გახდა. საერთაშორისო კომისიის ძირითადი ფუნქციაა გამოცდილების, რეკომენდაციების გაზიარება ამ ტიპის ნაგებობების უსაფრთხოებისა და საიმედობის უზრუნველყოფისთვის. შემუშავებულია უამრავი ბიულეტენი, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო გამოცდილებას მსოფლიოში და ყველა მონაწილე ქვეყანას ეგზავნება, რომ კაშხლების მშენებლობისას რეკომენდაციების სახით გამოიყენონ. „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დახმარებით წელს ორი ბიულეტენი ითარგმნა, ერთი ეხებოდა სეისმური პარამეტრების გათვალისწინებას მაღალი კაშხლების პროექტირების დროს და მეორე, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მონიტორინგისთვის გასატარებელ სამუშაოებს, რომ მთელი ციკლს განმავლობაში იყოს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. მსგავსი ბიულეტენების თარგმნას გავაგრძელებთ, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს, თუ რა მოთხოვნები უნდა წაუყენოს ასეთი ტიპის ნაგებობებს და დეველოპერებს კაშხლების ხარისხიანად მშენებლობისთვის. ეროვნული კომიტეტი დარგის ყველა ორგანიზაციას და სპეციალისტს აერთიანებს და ჩვენი ერთ-ერთი ფუნქციაა დახმარება აღმოვუჩინოთ დეველოპერს, სახელმწიფოს ექსპერტული მომსახურებით და გავაცნოთ ყველა ის მიღწევა, რომელიც ამ დარგში მსოფლიოში გვხვდება. თითქმის ყოველწლიურად ვატარებთ სამეცნიერო კონფერენციებს და ძირითადი თემატიკა კაშხლების უსაფრთხოების და საიმედობის უზრუნველყოფაა.

მარიამ ტიტვინიძე

„ინტერპრესნიუსი“

გაზიარება142

დაკავშირებული -პოსტები

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე ენერგიული და შედეგიანი იქნება. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად და გადაწყვეტილებების მისაღებად. პირად ურთიერთობებში მოთმინება გამოიჩინეთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე დაგჭირდებათ. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა...

დაწვრილებითDetails

მძიმეა 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
მძიმეა 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა
მთავარი

3 წლის ბავშვს, რომელსაც ცოტა ხნის წინ გორში ავტომობილი დაეჯახა, თბილისში, ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანენ. ,,ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამ წუთებში, გამოძახებულია რეფერალური ჯგუფი, რომელიც მცირეწლოვანს გორის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანს. ინფორმაციისთვის, ქვეითად მოსიარულე...

დაწვრილებითDetails

საშინელი ტრაგედია ჩვენ ქალაქში – ავტომობილი დედა-შვილი დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გორში ავტომობილი დედა შვილს დაეჯახა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმა რომ ორივე დაიღუპა, თუმცა როგორც ცნობილია ავარიას დედა ემსხვეროლა, 3 წლის ბავშვი კი მძიმე მდგომარეობაშია. ,,საშინელი ტრაგედია ჩვენ ქალაქში. ჭავჭავაძის გამზირზე დედა...

დაწვრილებითDetails

ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია – გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია – გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი
მთავარი

ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა, თამარ ჟიჟილაშვილი. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – არიან დაშავებულები

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
მძიმე ავარია – არიან დაშავებულები
მთავარი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-სადახლოს გზაზე. ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

დაწვრილებითDetails

პოლიციელს, რომელიც არასრულწლოვან გოგოზე ძალადობდა პატიმრობა შეეფარდა – “საფარი”

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
გორში შსს-ს მაღალჩისნოსნებმა  რესტორანში იჩხუბეს – კონფლიქტში ქურდები ჩარიეს
მთავარი

არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" განცხადებით, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და პატიმრობიდან გათავისუფლებული, ბავშვზე მოძალადე პოლიციელი დამნაშავედ ცნო.   ორგანიზაციის ცნობით, საქმე ეხება პოლიციელის მხრიდან არასრულწლოვანი გოგონას მუდმივ...

დაწვრილებითDetails

ცნობილია რა ეღირება დოლარი და ევრო

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

13 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6359 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.12 თეთრით გამყარდა.   ამასთან, ეროვნული...

დაწვრილებითDetails

“ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება”

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
“ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება”
მთავარი

ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი "ჭიათურა"  წერს. "მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, მანგანუმის ფართომასშტაბიან მოპოვებას ცდილობენ 2026 წელს გაცემული ნებართვით კომპანია და სისტემა. სოფლის მოსახლეობა...

დაწვრილებითDetails

თუ ვინმეს დროებით სთხოვეს ტაძრიდან გასვლა ბავშვის დასამშვიდებლად, ეს არ ნიშნავს ადამიანის ეკლესიიდან განდევნას – მიტროპოლიტი ანტონი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
“დედა თავისი პატარა შვილით ტაძრიდან გააგდო” – რა მოხდა ბაღდათის ტაძარში
მთავარი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, მეუფემ წირვის მიმდინარეობისას ბავშვს ხმაურის გამო უსაყვედურა. "გუშინ სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, რომელიც გამიზნულია აშკარა დისკრედიტაციის...

დაწვრილებითDetails

ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა იგეგმება

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
13 წლის გოგომ, ინტერნეტის გამორთვის გამო, მშობლებს უჩივლა – საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა
მთავარი

 ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.  „საუბარი არ არის იმაზე, შეძლებენ თუ არა ბავშვები სოციალურ ქსელებზე წვდომას. საკითხი ისაა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"