,,საქართველო საერთო-ევროპულ ფესტივალს „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ უერთდება.
ფესტივალში ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020 ასოცირებული 30 ქვეყანა მონაწილეობს . მასში ასევე ჩართულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. #KIU
პროექტი მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ევროკავშირის პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკაია-კიურის (MSCA) კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში. “- ნათქვამია პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.