LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბრალდებული აცხადებდა, რომ ხალხის გადასარჩენად ღმერთისგან იყო მოვლენილი – რას ყვება ზურაბაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე

ბრალდებული აცხადებდა, რომ ხალხის გადასარჩენად ღმერთისგან იყო მოვლენილი – რას ყვება ზურაბაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე

დაპოსტა 2020/11/26-ში
A A
240
ნახვა
გაზიარება

წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილის შეჭრის შედეგად მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირის ჩვენების მიხედვით, ბრალდებული აცხადებდა, რომ ხალხის გადასარჩენად ღმერთისგან იყო მოვლენილი.

ერთ-ერთი პირის ჩვენება, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სხვა მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდა, „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა.

ამასთან, მძევალი ჰყვება, რომ ლევან ზურაბაშვილს იქ მყოფების მიმართ ფინანსური მოთხოვნა არ წამოუყენებია და არც არავის დამუქრებია.

„შემოსვლისთანავე, ზემოთაღნიშნულმა პირმა ხმადაბლა, მშვიდი და მკაცრი ტონით, ყველა იქ მყოფს მოგვიწოდა შევგროვებულიყავით ოფისის ცენტრში, რაც იქ მყოფმა ხალხმა დაუყოვნებლივ შევასრულეთ. ამის შემდეგ, მან მოითხოვა, დაგვერეკა 112-ის სამსახურში, „მთავარ არხზე“ და „იმედზე“, ტელეფონის ნომრებს კი გვითითებდა, რომელიც ეწერა მარცხენა ხელის მაჯაზე.

მას მარჯვენა ხელში ეკავა შავი ფერის პისტოლესტის მსგავსი ნივთი, რაც აღვიქვი, როგორც ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ხოლო მარცხენა ხელში ეკავა ხელყუმბარის მსგავსი ნივთი, რაც ასევე აღვიქვი, როგორც ხელყუმბარა. ორივე ხელს იქნევდა ნერვიულად და ითხოვდა პოლიციის, ტელევიზიების მისვლას, ვინაიდან სურდა პირდაპირ ეთერში გასვლა. ზემოთაღნიშნულმა პირმა თქვა, რომ არ იყო ტერორისტი, იყო მართლმადიდებელი და ამას აკეთებდა ჩვენთვის, ამბობდა, რომ როდესაც ჩვენ ღმერთს ვთხოვდით დახმარებას, იგი იყო მოვლენილი ამ მიზნით ჩვენს გადასარჩენად და გვთხოვდა მხარდაჭერას, ამბობდა, რომ „იმათ რომ ფული ჩემოდნებით ჰქონდათ და ჩვენ კაპიკებს გვიხდიდნენ“, არ იყო სწორი საქციელი.

აღნიშნული საუბრის პერიოდში მას მომხმარებელმა მოუწოდა, რომ ოფისში მყოფი ფეხმძიმე გოგონა გაეთავისუფლებინა, რაზეც ზემოაღნიშნული მამაკაცი მაშინვე დათანხმდა. ამის შემდეგ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ქალმა სთხოვა, რომ ახალი გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი და გაეშვა და იმავდროულად, იქ მყოფმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბიჭმა შესთავაზა, ოფისში მყოფი კიდევ ორი გოგონას გათავისუფლება, რაზეც მაშინვე დათანხმდა და ოფისიდან გამოგვიშვა ყველა ქალი, მათ შორის მეც. ზემოაღნიშნულ პიროვნებას, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, არც ჩვენი და არც შპს-ის მიმართ არანაირი ფინანსური მოთხოვნა არ წამოუყენებია და არც არავის ინდივიდუალურად არ დამუქრებია. იგი იყო განერვიულებული, რის გამოც იარაღს აქეთ-იქით იქნევდა იმ დრომდე, სანამ ვიღაცამ არ ურჩია, რომ იარაღი ზევით აეწია, რათა არ გავარდნოდა, ვინაიდან იქ მყოფები მას წინააღმდეგობის გაწევას არ უპირებდნენ, ამის შემდეგ, მან მარჯვენა ხელში არსებული ფისტოლეტის მაგვარი ნივთი ჩაიდო შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში“, – აცხადებს ერთ-ერთი მძევალი ჩვენებაში.

ცნობისთვის, ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 პირი მძევლად აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება96

დაკავშირებული -პოსტები

წყალი 12 საათით შეწყდა

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, ნაძალადევი, რევაზ ურიდიას ქ. N13-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 13:00 საათიდან 14 ივლისის 01:00 საათამდე წყალმომარაგება...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია პოეზიის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური აცხადებს UNESCO-ს ლიტერატურის ქალაქების პოეზიის საერთაშორისო კონკურსს „SLAMOVISION 2026“. კონკურსის გამოცხადების თარიღი - 2026 წლის 10 ივლისი. საკონკურსო ნამუშევრები...

დაწვრილებითDetails

ამინდი ისევ გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის...

დაწვრილებითDetails

მშენებლობის ნებართვები ნამდვილად არასწორად იყო გაცემული რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა პრობლემა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურ ვადებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან და რა თქმა უნდა, სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

საჩხერელი ნიკოლოზ კურტანიძე ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
საჩხერელი ნიკოლოზ კურტანიძე ძალოსნობაში მსოფლიო  ჩემპიონი გახდა
მთავარი

საჩხერელმა ნიკოლოზ კურტანიძემ კოლუმბიაში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, +94 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეს ევროპაში სულ მცირე 10 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

მხოლოდ ივნისის ბოლო კვირაში, ევროპაში ძლიერი სიცხის გამო 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ევროპული სიკვდილიანობის მონიტორინგის ქსელის, EuroMOMO-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატისტიკის თანახმად, რისკის ქვეშ ყველაზე მეტად ხანდაზმული ადამიანები...

დაწვრილებითDetails

ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს. „გემუდარები, შემიბრალე, გამოჩნდი და დამაჯერე, რომ სასწაულები ხდება უშენოდ არაფერი მიხარია, დეე!!!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა,...

დაწვრილებითDetails

“ჰექტრობით ვენახი წყალმა სრულად გაანადგურა”

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
“ჰექტრობით ვენახი წყალმა სრულად გაანადგურა”
მთავარი

“ზოგიერთ ნაკვეთში საერთოდ ვერ მიხვდებით, თუ ვენახი იყო გუშინ”, - ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსთან” თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში სტიქიის შედეგად განადგურებული ვენახის მეპატრონემ, გურამ გურგენაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ზოგიერთი ნაკვეთის ტერიტორიაზე,...

დაწვრილებითDetails

„დღეს თელავი აღარ იარსებებდა, არხის გარშემო და არხზე ყველაფერი არის უკანონოდ აშენებული“ – რას წერს მოქალაქე

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
„დღეს თელავი აღარ იარსებებდა, არხის გარშემო და არხზე ყველაფერი არის უკანონოდ აშენებული“ – რას წერს მოქალაქე
მთავარი

"ახლა რასაც დავწერ არა როგორც საქართველოს მოქალაქე არამედ როგორც თელაველი ისე ვიტყვი ჩემ სათქმელს რადგან 35 წელია ამ უკანონობას ვებრძვი და ამას ვწერ ყველა ოპოზიციონერის გასაგებად. 1977 წელს მოხდა წყალდიდობა...

დაწვრილებითDetails

“დედა თავისი პატარა შვილით ტაძრიდან გააგდო” – რა მოხდა ბაღდათის ტაძარში

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
“დედა თავისი პატარა შვილით ტაძრიდან გააგდო” – რა მოხდა ბაღდათის ტაძარში
მთავარი

"ალბათ ბევრს გეცნობათ ანტონი – ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი. დღეს მე და ჩემი პატარა შვილი ბაღდათის ტაძარში წირვას ვესწრებოდით. ისეთი ფაქტის მომსწრე გავხდი, რომ ახლაც ვერ დავმშვიდდი. ბევრი მსმენია მის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"