გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი გადახურვის სამუშაო დასრულებულია . ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. ადგილზე იმფოფებოდნენ ფონდისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. „ჩატარებული სამუშაოების შედეგად სამონასტრო კომპლექსი სრულად იქნება დაცული ზამთრის პერიოდში, პარალელურად კი აქტიურად გაგრძელდება მუდმივი გადახურვისთვის საჭირო კრამიტის დამზადება. მუნიციპალური განვითარების ფონდის დავალებით, კონტრაქტორი კომპანიის მიერ შეკვეთილი კრამიტის ყველა პარტიას ჩაუტარდება დამატებითი ექსპერტიზა და სამონასტრო კომპლექსი მხოლოდ ამის შემდეგ გადაიხურება.გელათის ამჟამინდელი, დროებითი გადახურვის სამუშაოები შემსრულებელმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარვეზების გამოსწორების საგარანტიო ვადის ფარგლებში განახორციელა და მასში სახელმწიფოს დამატებითი თანხა არ გადაუხდია.“-ვკითხულობთ გავრცლებულ ინფორმაციაში.
ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში ვიცე-ჩემპიონი გახდა
ანა ჯაფარიძე (-52კგ) პარა ტაეკვონდოში კორეის ღია ჩელენჯის ვიცე-ჩემპიონია შეხვედრების პირველი და მეორე წრე ანამ გამარჯვებით დაასრულა. მან ბრძოლა იაპონელ და რუს მეტოქეებს მოუგო, მესამე წრე პარალიმპიურ ჩემპიონთან, მონღოლ მოწინააღმდეგესთან...









