გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი გადახურვის სამუშაო დასრულებულია . ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. ადგილზე იმფოფებოდნენ ფონდისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. „ჩატარებული სამუშაოების შედეგად სამონასტრო კომპლექსი სრულად იქნება დაცული ზამთრის პერიოდში, პარალელურად კი აქტიურად გაგრძელდება მუდმივი გადახურვისთვის საჭირო კრამიტის დამზადება. მუნიციპალური განვითარების ფონდის დავალებით, კონტრაქტორი კომპანიის მიერ შეკვეთილი კრამიტის ყველა პარტიას ჩაუტარდება დამატებითი ექსპერტიზა და სამონასტრო კომპლექსი მხოლოდ ამის შემდეგ გადაიხურება.გელათის ამჟამინდელი, დროებითი გადახურვის სამუშაოები შემსრულებელმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარვეზების გამოსწორების საგარანტიო ვადის ფარგლებში განახორციელა და მასში სახელმწიფოს დამატებითი თანხა არ გადაუხდია.“-ვკითხულობთ გავრცლებულ ინფორმაციაში.
როგორი იქნება ვალუტის კურსი უქმეებზე
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6371 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...









