LIVE TV
შაბათი, იანვარი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მთავრობა იმ საველე ჰოსპიტალს არ იყენებს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში დასაწყობებულია – ლელო

დაპოსტა 2020/11/25-ში
208
ნახვა
გაზიარება

“ლელოს” ლიდერებმა ლანა გალდავამ და ვატო სურგულაძემ კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია საველე ჰოსპიტლების გაშლა, იმისთვის, რომ ქვეყანაში გართულებული სიტუაცია ადვილად სამართავი გახდეს.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ლანა გალდავას თქმით, მთავრობა არ იყენებს იმ საველე ჰოსპიტლებს, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროში დასაწყობებულია. მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა იყენებდეს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა შეძლოს ქვეყანაში არსებული სიტუაციის მართვა.

„ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ,,ლელო საქართველოსთვის” და საზოგადოებას გააჩნია ლეგიტიმური კითხვები შემდეგი მიმართულებებით: 1) საერთო პროფილის საავადმყოფოების განსატვირთად და სხვა პაციენტების დაავადებისგან დასაცავად, რატომ არ გამოიყენება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგი პერიოდიდან არსებული და სხვა წლებში შევსებული უმაღლესი ხარისხის საველე ჰოსპიტლები დამატებითი სპეციალური სივრცეებით, სადაც დეზინფექციას გაივლიან საველე ჰოსპიტლებში მყოფ დაავადებულებთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები; 2) კოვიდთან წინააღმდეგ ბრძოლაში რატომ არ არიან ჩართულები სამხედრო ექიმები, სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალი; 3) საჭიროებისამებრ, რატომ არ გამოიყენება ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების რესურსი. ასევე ვითხოვთ განმარტებას, რატომ არ იქნა მოწვეული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც მოახდენდა პანდემიის და მისგან გამოწვეული ზიანის შეფასებას, ანალიზს და პროგნოზირებას, რაც სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილია.

კრიზისული ვითარების ეფექტურად მართვის მიზნით, რატომ არ ფუნქციონირებს ეროვნული სიტუაციური ოთახი? რაც შეეხება მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ის არის აღმასრულებელი საქმიანობის რგოლი, ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეპიდემიური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა კი, საჭიროებს პოლიტიკური გადაწყვეტილების უფლების მქონე უწყებების ჩართულობას,”- განაცხადა გალდავამ.

“ლელოს” ჯანდაცვის ჯგუფის წევრის ვატო სურგულაძის თქმით, საველე ჰოსპიტალი, რომლის გახსნაზეც ერთი თვეა საუბარი მიმდინარეობს, ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გამო, უკვე გახსნილი უნდა იყოს და პაციენტებს იღებდეს.

“ერთი თვეა დგას საკითხი – გაიშალოს თუ არა საველე ჰოსპიტლები. სამწუხაროდ, გვაქვს ის დრო და ვითარება, რომ აუცილებლად უნდა გაიშალოს საველე ჰოსპიტლები. გეგმა, თუ სად, როგორ და რამდენ საწოლზე გაიშლება, უკვე დაწერილი უნდა იყოს. შესაძლებელია სამხედრო ჰოსპიტალის გაკეთება ან შეძენაც, ჩვენი მეზობელი თურქეთიდან, რომელიც პრობლემა არ არის. როდესაც საუბრობენ, რომ საწოლი ადგილები არ გვყოფნის არ მესმის, რადგან მისი მართვა პრაქტიკულად არ ხდება. სამინისტრომ უნდა იცოდეს სად და როდის განთავისუფლდება ადგილები, რომ ნაკადები მართოს, ეს კი არ ხდება. სიტუაცია მიდის იქითკენ, რომ საველე ჰოსპიტლების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება არსებული სიტუაციის მართვა, ისე რომ არ მივიღოთ დიდი ოდენობის ზარალი, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანების სიცოცხლით გამოწვეული დანაკარგი,”- განაცხადა სურგულაძემ.

გაზიარება83

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
34
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
24
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

“მივიღეთ გადაწყვეტილება, ესპანეთმა „მშვიდობის საბჭოს“ წევრობასთან დაკავშირებით აშშ-ის მიწვევა არ მიიღოს” – პედრო სანჩესი

იანვარი 23, 2026
44
მთავარი

რამდენიმე კვირიანი ფიქრისა და ბევრ ქვეყანასთან კონსულტაციის შემდეგ, დღეს, ჩემს კოლეგებს ევროპულ საბჭოში მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ე.წ. მშვიდობის საბჭოში, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა – გიორგი ვაშაძე

იანვარი 23, 2026
32
მთავარი

დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა. ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა ფარსი, რომელიც მათ უყვართ! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. აღნიშნულით ის, პრემიერის, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

“სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო” – გიორგი ვაშაძე

იანვარი 23, 2026
38
მთავარი

სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ...

დაწვრილებითDetails

საქართველო კარგავს საკუთარ ადგილს და სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე, არამედ რეგიონშიც – გიორგი შარაშიძე

იანვარი 22, 2026
105
მთავარი

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, საქართველოს გვერდის ავლით, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე, ევროპასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული დერეფნის რეალური პერსპექტივის შესახებ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ოცნების“...

დაწვრილებითDetails

ჩვენ ვალდებულები ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ, უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ირაკლი კობახიძე

იანვარი 22, 2026
72
მთავარი

ჩვენ ვალდებულები ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ, უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე წერს. "დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია....

დაწვრილებითDetails

“მივესალმებით იმ ფაქტს, რომ აშშ-მა სავაჭრო ომი შეაჩერა” – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იანვარი 22, 2026
31
მთავარი

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ აშშ-მა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება ძალის გამოყენებით გამორიცხა და სავაჭრო ომი შეაჩერა, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. მისივე განცხადებით, გუშინდელი დღე „იმაზე უკეთეს...

დაწვრილებითDetails

“გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები”- მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი

იანვარი 22, 2026
152
მთავარი

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად შეიცვალა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული....

დაწვრილებითDetails

“გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა” – ტრამპი

იანვარი 22, 2026
26
მთავარი

გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, შეთანხმება გრენლანდიის აშშ-ის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს თუ არა, დონალდ ტრამპმა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».