LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,თუ არავის დაუსიგნალა ქალმა, ისე არავინ იძალადებს მასზე” (+ვიდეო)

,,თუ არავის დაუსიგნალა ქალმა, ისე არავინ იძალადებს მასზე” (+ვიდეო)

დაპოსტა 2020/11/20-ში
A A
3.7k
ნახვა
გაზიარება

შეგახსენებთ:

ზესტაფონის პოლიცია იძიებს 35 წლის მამაკაცის, გიორგი გ.-ს მიმართ სავარაუდო, იძულების, ადევნებისა და სექსუალური შევიწროების ფაქტს. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი პოლიციაში დაწერილ განცხადებას თან ურთავს სმს-მიმოწერას, სადაც მისი მტკიცებით, მეგობარი ქალი აშანტაჟებს და სექსუალურად ავიწროებს.

გამოძიება იძულების მუხლით მას შემდეგ დაიწყო, რაც კაცმა განაცხადა, რომ ქალი მის საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეიჭრა და თავის მოკვლით იმუქრებოდა, თუ პარტნიორი მასთან არ მივიდოდა და ურთიერთობას არ აღადგენდა.

„პრაიმტაიმი“ ესაუბრა ბრალდებების ადრესატს, მანანა მ-ს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ზესტაფონის პოლიციაში გამოძიება ნამდვილად დაწყებულია, თუმცა ის ყოფილი პარტნიორის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

„თვითონ სიმამრის მკვლელობაში იყო ბრალდებული რუსეთში, როგორც ვიცი. ასეთი ინფორმაცია მაქვს მე და მოსაძიებელია. ცოლსაც ცილს სწამებდა, რომ მომწამლაო, აბაზანაში ახრჩობდა.

მე ეჭვიანობის ნიადაგზე მცემა. რამდენჯერმე სმს მივწერე – როგორ შეიძლება ასეთი რამ, თავის მოკვლა მინდათქო. მერე ვეძებდი, რაღაც პრობლემა ჰქონდა და სახლში ავედი მაგასთან, სოფელში. ვწერდი, იქნებ მნახოთქო. ამის გამო პოლიციაში შეიტანა განცხადება. ესეიგი, რახან ვეძებდი, ვურეკავდი და სმს-ებს ვწერდი, თურმე ეს ყოფილა ადევნება. უთქვამს, მავიწროებსო

როგორც მეუღლე ისე მყავდა, ვურცხავდი, ვუსუფთავებდი. შთაბეჭდილება მრჩება, რომ სინამდვილეში ჩემთან გამოძალვის გამო იყო. რაც შეეხება ვითომ სახლში შეჭრას, თუ იქ შევედი, ნამდვილად არ ვთვლიდი, რომ სხვისი სახლი იყო, რადგან ბევრი მოწმეა და ყველა იტყვის, რომ ერთად ვცხოვრობდით, როგორც ცოლ-ქმარი“, – ამბობს მანანა მ.

„პრაიმტაიმმა“ მომჩივან მამაკაცთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ზესტაფონის პოლიცია საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით იძიებს, რაც იძულებას გულოსხმობს.

გაზიარება1481

დაკავშირებული -პოსტები

20 წლის გოგო დარბაზიდან საკაცით გაიყვანეს – ართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე გაამართლეს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

ხმაური იყო დღეს სასამართლოში, სადაც ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესს სავარაუდო მსხვერპლი 20 წლის გოგონაც ესწრებოდა. "ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით,...

დაწვრილებითDetails

გორში დააკავეს კაცი, რომელმაც დედაზე და დაზე იძალადა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
2023 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობამ 7 773 შეადგინა – საქსტატი
მთავარი

გორში დედისა და დის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 50 წლამდე კაცი დააკავეს  - "ქართლის ამბების" ინფორმაციით,  პროკურორის განცხადებით, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს დღეს მიმართა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის...

დაწვრილებითDetails

ბაბუშერას ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ბაბუშერას ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა
მთავარი

ბაბუშერას ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მეომრები,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე პტოკურატურამ ექიმს ბრალდება წარუდგინა
მთავარი

ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. პარალელურად, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან უწყვეტი აქცია დააანონსა - ის გენერალურ პროკურორთან...

დაწვრილებითDetails

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
რამდენს გადაიხდის მთავრობა სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენში
მთავარი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, რთველი 2026 შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელი მამამ შიმშილობა გამოაცხადა – ოჯახი აქციებს იწყებს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ექთანს პატიმრობა მიესაჯა
მთავარი

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი პერმანენტულ აქციებს იწყებს -  ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი, წელებია ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ჩარკვიანი პროკურატურასთან ერტადერთი მოთხოვნით დგას – დაისაჯოს ყველა დამნაშავე. გარდაცვლილის მამამ საგანოძიებო...

დაწვრილებითDetails

ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა
მთავარი

97 წლის ასაკში ნოდარ დუმბაძის მეუღლე, „მერის პროტოტიპი“, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა. ნანული გუგუნავა საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც მწერლის უმნიშვნელოვანესი ადამიანი, მთავარი საყრდენი. წყვილს განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია ჰქონდა. რომელმაც დიდი როლი ითამაშა...

დაწვრილებითDetails

გრანტების მართვის სააგენტომ, რომლის გაუქმებასაც მთავრობა გეგმავს, 2025 წელს გამოცხადებულ კონკურსში 1 657 775 ლარით 17 ორგანიზაცია დააფინანსა, 2026 წელს კი სააგენტოსთვის ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი გამოიყო

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი გამოიყო სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის, რომელიც მთავრობის კონტროლქვეშ 2025 წლის აპრილში შეიქმნა და რომელიც როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, ახლა უკვე მილევად...

დაწვრილებითDetails

კახეთში მევენახეებმა გზა გადაკეტეს – აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან ასობით მანქანა გაჩერებული

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
კახეთში მევენახეებმა გზა გადაკეტეს – აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან ასობით მანქანა გაჩერებული
მთავარი

კახეთში აქცია ერთდროულად ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფერმერები ღვინის საწარმოებთან არიან შეკრებილი და ყურძნის ფასს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან...

დაწვრილებითDetails

გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქეს ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა – შსს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქეს ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძმებ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"