ბორჯომში მეხრიშვილების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ბორჯომი ავრცელებს. სახოვრებელს სახლს ცეცხლი გუშინ საღამოს გაუჩნდა და მის ლიკვიდაციას სახანძრო-სამაშველო სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. დამწვარია პირველი სართული და განადგურდა მეორე სართულის ნაწილიც. სამზარეულოს ნივთები, საოჯახო ტექნიკა და ტანსაცმელი ხანძარმა შეიწირა. სოციალურად დაუცველი 5 სულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ქუთაისელი მევიოლინე ვახტანგ გაგოშიძე ლონდონში, საერთაშორისო კონკურსის Golden Time Talent გამარჯვებული გახდა
ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ ვახტანგ გაგოშიძემ ლონდონში, საერთაშორისო კონკურს Golden Time Talent - ზე წარმატება მოიპოვა. ( პედაგოგი: შორენა ზვიადაძე) ვახტანგ გაგოშიძე სიმებიანი ინსტრუმენტების კატეგორიაში...










