- სიყვარულის (სექსის) აკრძალვა,
- უცოდინრობის დანერგვა,
- ადამიანთა დაშინება,
- უბედურების განცდა,
- გაუცხოება
ეს ინდოელი სულიერი მასწავლებელის (გურუ) და ფილოსოფოსის ოშოს მიერ იმ წესების ჩამონათვალია, რომელსაც პოლიტიკოსებისა და რელიგიურ მიმდინარეობების მიერ, მეტწილად, ადამიანთა მართვისა და მათზე გავლენისათვის გამოიყენება. გთავაზობთ ფრაგმენტს ერთ-ერთი ფილოსოფიურ ნაწარმოებიდან ,,აკრძალული სექსი“ (II ნაწილი)
,, პირველი საშუალება: გააკეთეთ ისე, რომ ადამიანი აქციოთ იმდენად სუსტად, რამდენადაც ამას შეძლებთ, თუ გსურთ რომ მან თქვენ დაგიჯეროთ. პოლიტიკოსს ან რელიგიის მსახურს თქვენი მართვა რომ შეეძლოს, თქვენ უნდა გაიძულოთ რაც შეიძლება სუსტი გახდეთ. გამონაკლისი მხოლოდ ზოგ შემთხვევაში დაიშვება, მაგალითად, როცა სამხედრო სამსახური მოგეთხოვებათ, მტერის დამარცხება.
დანარჩენი ადამიანების ენერგია კი დაზიანებული. მათ ათას ერთი საშუალებით აიძულებენ იყვნენ დასუსტებულები. ადამიანის დასუსტების საუკეთესო საშუალება კი არის – არ მისცე თავისუფალი სიყვარულის საშუალება. სიყვარული ასაზროებს.
ამრიგად, ისტორიის მანძილზე ადამიანებს უკრძალავდნენ სიყვარულს, რათა ის სუსტი დარჩენილიყო.
მეორე საშუალება: გააკეთეთ ისე, რომ ადამიანი მაქსიმალურად უცოდინარი დარჩეს და იყოს ილუზიებში, ისე რომ მისი მოტყუება ადვილი იყოს. როცა საჭირო გახდება მისგან იდიოტი შექმნათ, რაც აუცილებლად სჭირდებათ ერთმანეთთან შეთქმულ პოლიტიკოსებს და რელიგიის მსახურებს, არ მისცეთ მას თავისუფალი სიყვარულის საშუალება. სიყვარულის გარეშე ადამიანის გონება ფერმკრთალდება – ამას შეამჩნევდით. როცა ადამიანი შეყვარებულია, მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად იხსნება, აღწევს პიკს. შეყვარებული ადამიანები მაქსიმუმით ცხოვრობენ, ხოლო როცა სიყვარული ქრება, ისინი მინიმუმით არსებობენ.
მესამე საშუალება: დააშინეთ ადამიანი, რამდენადაც შეგიძლიათ. და ისევ, საუკეთესო საშუალება – არ მისცეთ მას უყვარდეს, რადგან სიყვარული აქარწყლებს ყოველგვარ შიშს. როცა გიყვართ, თქვენ აღარ გეშინიათ. თქვენ ამ დროს შეგიძლიათ მთელს სამყაროს ებრძოლოთ, ძალები ყველაფერისთვის გყოფნით. მაგრამ როცა არ გიყვართ, თქვენ გაშინებთ უმნიშვნელო რაღაცეებიც კი. როცა არ ხართ შეყვარებული, გაშინებთ თქვენი უსაფრთხოება. როცა შეყვარებული ხართ, მზად ხართ თავგადასავლებისითვის, გამოკვლევებისთვის.
მეოთხე საშუალება: გააკეთეთ ისე, რომ ადამიანები უბედურები იყვნენ რამდენადაც შესაძლებელია, რადგან უბედური ადამიანი დაბნეულია, არ აქვს საკუთარი ღირსების გრძნობა, ის – თვითგაკიცხვითაა დაკავებული. უბედური ადამიანი გრძნობს, რომ შეიძლება რაღაც ცუდი გააკეთა. უბედური ადამიანები ცხოვრებაში არამყარები არიან, მათი ცხოვრება ადვილად შეგიძლიათ მოაქციოთ თქვენთვის საჭირო დინებაში. უბედური ადამიანი ყოველთვის მზადაა შეასრულოს ბრძანება, ის ელოდება რომ მას რამე მიითითონ, მისცენ რამე დისციპლინა, რადგან ის თავად არარაობაა. შეიძლება ვინმე დაეხმაროს მოაწყოს მისი ცხოვრება და ის მზადაა გახდეს მსხვერპლი.
მეხუთე საშუალება: გააკეთეთ ისე, რომ ადამიანები იმდენად გაუცხოებულები იყვნენ ერთმანეთის მიმართ, რამდენად შესაძლებელია, ისე რომ მათ ვერ შეძლონ მიუახლოვდნენ ერთმანეთს, თუ ნებართვას პოლიტიკოსების ან რელიგიის მსახურებისგან არ მიიღებენ. ადამიანები ერთმანეთისგან შორს ამყოფეთ, არ მისცეთ მას ინტიმურობის ნება. როცა ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, ძნელია რამეზე გაერთიანდნენ. ათასობით ტრიუკებია შექმნილი, რომ გაუცხოება შენარჩუნდეს.
მაგალითად: თქვენ ხართ მამაკაცი და მიდიხართ გზაზე, ხელი გიკიდიათ თქვენი მეგობრისათვის და მოგინდათ იმღეროთ. თქვენს თავში მაშინვე აღმოაჩენთ დანაშაულის გრძნობას, რადგან ადამიანები თქვენზე იფიქრებენ: „ალბათ ჰომოსექსუალისყები არიან ან რამე მაგდაგვარი“. ორ მამაკაცს არ აქვს უფლება იყვნენ ერთად ბედნიერები. მათ არ აქვთ უფლება ხელი ხელს ჩაკიდონ, ან ჩაეხუტონ. გარდა ამისა, მათ ცისფერებს უწოდებენ. თქვენ შიში გეუფლებათ.
ეს უდიდესი ტრიუკია – ყველაზე დიდი, რომელიც კაცობრიობას გაუკეთეს. ეს ხუთი ილეთი არის ერთის შედეგი – სიყვარულის ტაბუსი. ადამიანს შეიძლება გაუკეთო ყველაფერი, რაც გსურს, თუ აუკრძალავ მათ ერთმანეთის სიყვარულს და ეს დაამუშავეს საკმაოდ მეცნიერულად, ეს იყო უმაღლესი დონის ხელოვნება. ის შესრულდა ოსტატურად. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ ტაბუს შესახებ.
წყარო : ოშო რაჯნიში – აკრძალული სექსი (II ნაწილი)










