დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის შესამცირებლად ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მობილობის დაცემაა.
როგორც მან “ინტერპრესნიუსს”განუცხადა, გარკვეული შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს, თუმცა, მობილობის შესამცირებლად, მათ შორის, სამსახურები მაქსიმალურად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე უნდა გადავიდნენ. “ინფიცირებულთა ზრდის შესამცირებლად ოპტიმალური გამოსავალია მობილობის რაც შეიძლება შეზღუდვა. ეს ბევრი რამ შეიძლება იყოს. სკოლები და უნივერსიტეტები უკვე ისედაცაა ონლაინ რეჯიმზე გადასული. ამიტომ სამსახურები მაქსიმალურად უნდა გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. ასევე ტრასპორტით გადაადგილებაზეც შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვის დაწესება”, – განაცხადა გამყრელიძემ.










