LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
79 წლამდე ასაკის გარდაცვლილი ჩვენ არ გვყავს, მაშინ როდესაც აშშ-ში გარდაცვლილების 20% ახალგაზრდაა – თენგიზ ცერცვაძე

სიკვდილის შემთხვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა მოდის იმ პაციენტებზე, რომლებიც დარჩნენ ბინაზე- თენგიზ ცერცვაძე

დაპოსტა 2020/11/13-ში
A A
115
ნახვა
გაზიარება

სიკვდილის შემთხვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა მოდის იმ პაციენტებზე, რომლებიც დარჩნენ ბინაზე, არ მიაქციეს ყურადღება თავიანთ რესპირაციულ სიმპტომებსა და ცხელებით მიმდინარე ავადმყოფობას. უკიდურესად დამძიმების მერე მიმართეს ექიმს და საავადმყოფოში მივიდნენ პრაქტიკულად ტერმინალურ სიტუაციაში“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, კლინიკურმა ჯგუფმა ქვეყანაში Covid-ის სიკვდილობის ანალიზი გააკეთა.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, აქ საუბარი არ არის ისეთ შემთხვევებზე, როცა პაციენტი მიმართავს საავადმყოფოს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ ხერხდება ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვის ან ორგანიზაციული ხარვეზების გამო.

„მე ვამბობ იმ კატეგორიაზე, ვინც არ მიმართა ექიმს და არა იმათზე, ვინც მიმართა და ვერ დაეხმარნენ. არ მიმართა იმიტომ, რომ არ სჯეროდა Covid-ის არსებობის; არ ეგონა, რომ რა დაავადებაც სჭირდა რესპირატორული სიმპტომებით და ტემპერატურის მომატებით, ის Covid იქნებოდა; ახლობლების რჩევით მიმართავდა თვითმკურნალობას და სხვა.

ასეთმა ადამიანმა, ვისაც აღენიშნება კოვიდის სიმპტომები და ეს არ იცის ან ამაზე არ ფიქრობს, სანამ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, უნდა მიმართოს ექიმებს. თუ ექიმი ვერ გაუწევს დროულ დახმარებას, ეს ცალკე საკითხია და ამაზე მუდმივად ვმუშაობთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეორე საკითხი, რაზეც თენგიზ ცერცვაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა,  არის ის, რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მისი თქმით, დემონსტრაციულად უგულებელყოფენ კოვიდს და რეგულაციებს.

„მიზეზი სხვადასხვაა – ზოგს არ სჯერა კოვიდის არსებობის, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მიიჩნევს, რომ იქ შეკრებასა და მიტინგზე გასვლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კოვიდზე ზრუნვა; ზოგს, უბრალოდ, თვითდამკვიდრება უნდა და თავის გამოჩენა, რომ ის არ არის მშიშარა და კოვიდი ვერაფერს დააკლებს.

იმ ნაწილს მოსახლეობის, რომელსაც არ სჯერა კოვიდის ან, უბრალოდ, ადრენალინი უნდა, ვაფრთხილებ, მივმართავ თხოვნით: ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც უშვებს საზოგადოების ნაწილი ჩვენთან. ბევრი მინახავს საზოგადოების ამ ნაწილიდან, ვისაც დაემართა კოვიდი, სხვანაირად ლაპარაკობენ, ჩვენთან როცა მოხვდებიან, იხვეწებიან, გადაგვარჩინეთო. ნუ იზამთ ამას, ნუ გაიხდით საქმეს გადასარჩენად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძემ ასევე მოუწოდა ახალგაზრდებს, გაითვალისწინონ ოჯახის წევრები და ახლობლები, რომელთაც შესაძლოა, მათი დაუდევრობის გამო, კოვიდმა ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას.

თეგები: კორონა
გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

მეექვსე კლასელმა თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაშავდა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე სკოლის...

დაწვრილებითDetails

“შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესით” – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
“შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესით” – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
მთავარი

ძალიან შეშფოთებული ვარ ბოლოდროინდელი მოვლენებით საქართველოში, კერძოდ კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესით, რომელიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიკიტა პოტურაევმა...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 3 986 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის...

დაწვრილებითDetails

კაჭრეთში ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემა ადგილობრივბზე დაყრდნობით წერს, რომ 60 წლამდე კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. გამოცემას „მთავარი ამბები...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5992 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5992 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5959 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

” ქვეყანაში არჩევანი იკრძალება იმიტომ, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორიც რუსეთს დასჭირდება” – ელენე ხოშტარია

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

ქვეყანაში კრძალავენ არჩევნებს! არჩევანი იკრძალება იმიტომ, რომ საქართველო იყოს არა ისეთი, როგორიც მოსახლეობას მოუნდება ხოლმე, არამედ გარანტირებულად ისეთი, როგორიც რუსეთს დასჭირდება ხოლმე - ამ სარჩელით უნდა გადაიწეროს ისტორია და რუსეთი...

დაწვრილებითDetails

“ურცხვად აგრძელებენ ტყუილების ფრქვევას” – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა
მთავარი

აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ერთადერთი რაც ძალით ავაშენებინეთ იყო საჩხერის სამხედრო ნაწილის შენობა, რომელიც შეუდარებლად პატარა იყო - 2012 წლიდან...

დაწვრილებითDetails

13 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ბუნებრივი აირი ძვირდება
მთავარი

თბილისში , რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ - 31 ოქტომბრის 21:00 სთ-დან 1 ნოემბრის 11:00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება:  ბეგლარ ახოსპირელის ქ. 4, I ჩიხი 2, 3, 2/4, 4, 5/6, 7/8,...

დაწვრილებითDetails

“რეჟიმს თავიდანვე მიზნად ჰქონდა მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტება”- გრიგოლ გეგელია „ქართულ ოცნებაზე“

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია
მთავარი

გორდულაძეს უთქვამს, სიორიძემ იცრუა, რომ თურმე სუს-ი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენსო - ეს არის რეჟიმი, რომელიც თვით ილია II-ს უსმენდა, არათუ ეკლესიის ყველა სხვადასხვა მაღალ იერარქს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს”...

დაწვრილებითDetails

” ნაცვლად მშრალი პოლიტიკური განცხადებებისა, ჩახედონ სარჩელს და თუ რაიმე სამართლებრივად აქვთ სათქმელი კეთილი ინებონ და ის თქვან” – ირაკლი კობახიძე საერთაშორისო გამოხმაურებებზე

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

არაკონსტიტუციური ხუთიანი, არის ერთი პოლიტიკური პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა , ამას ჰქვია მეხუთე კოლონა, როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს მეტყველებს თავისთავად იმ მხარეზე,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"