არნემის „ვიტესმა“ სოციალური გვერდიდან ევრო 2020-ის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების წარმატებებს უსურვა. ნიდელრანდურმა კლუბმა გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: ამის შესახებ ინფორმაციას
„ამ საღამოს საქართველო ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს. წარმატებები ბიჭებო!“, – წერს „ვიტესი“.
ქართული ფეხბურთისთვის დიდი დღეა – 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. ჩვენს გუნდს ასეთი შანსი 30-წლიან ისტორიაში არასოდეს ჰქონია – მოგების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებენ.
შეგახსენებთ, გურამ კაშია არნემულ გუნდში 2010-2018 წლებში თამაშობდა და 292 მატჩში 24 გოლი გაიტანა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა 2011-2017 წლებში 121 შეხვედრაში თავი 28-ჯერ გამოიჩინა.










