მისივე ინფორმაციით ამ ეტაპზე 973 ადამიანი მკურნალობს იმერეთის საავადმყოფოებში. მძიმე პაციენტი გვყავს 159. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 33.
იმერეთში კოვიდ-სასტუმროში 284 ადამიანი იმყოფება.
რაც შეეხება იმერეთის საკარანტინო სივრცეს აქ 39 ადამიანია მოთავსებული.
დღეის მდგომარეობით რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 4 328 პირი.










