საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 102-ე წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაზე აფეთქება მოხდა. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ Al Jazeera იუწყება.
ღონისძიებას საფრანგეთის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტს „ლაჩრული თავდასხმა” უწოდა. მან მოუწოდა თავის მოქალაქეებს ჯიდაში გადაადგილების დროს სიფრთხილე გამოიჩინონ.
ცნობისთვის, ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოში“ მუსლიმების წინასწარმეტყველ მოჰამედზე კარიკატურების ხელმეორედ გამოქვეყნებამ ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის საუდის არაბეთში უკმაყოფილება გამოიწვია. საფრანგეთის ხელისუფლების ოფიციალური პოზიციაა, რომ აუცილებელია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.










