კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შესაჩერებლად, 9 ნომებრიდან დიდ ქალაქებში 10 საათის შემდეგ გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე . მეგა ტვ დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ ქუთაისელები ამ რეგულაციებთან დაკავშირებით. ჩვენ მძღოლები და მგზავრები გამოვკითხეთ, მათი თქმით მსგავსი შეზღუდვა არც ისე გონივრულია, რადგან 10 საათის მერე ქალაქში ისედაც არავინ გადაადგილდებოდა. თბილისში გამართულ აქციაზე განაცხადეს, რომ მიღებული შეზღუდვები ანტიკონსტიტუციურია, რადგან საგანგებო მდგომარეობის გარეშე კომენდანტის საათის გამოცხადება უკანონოა, სწორედ ამიტომ მეგა ტვ იურისტს გელა სიორდიას ესაუბრა, მისი თქმით აღნიშნული რეგულაციების დარღვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს. გაცნობებთ საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უკვე მეორედ ამოქმედდა, ვიცე-პრემიერის განცხადებით იოს პირი ვინც 9 ნოემბრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევს 2 ათასი ლარით დაჯარიმდება.
ჟურნალისტის ფოტოდან ამოჭრის ფაქტზე ქარტია განცხადებას ავრცელებს
გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ კორესპონდენტი და რედაქტორი 6 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დაესწრნენ. ჟურნალისტებს ამჯერადაც არ დაახვედრეს განცალკევებულად მდგომი სამუშაო მაგიდა და სკამები, როგორც ამას საკრებულოს დებულება ითხოვს. ხარაგაულის საკრებულოს დებულების მიხედვით,...









