კორონავირუსის კიდევ ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს ყურების დაგუბება.
თურქეთის მეცნიერების კვლევით, სადაც ჩართული იყო 172 პაციენტი, დადგინდა, რომ ყურები დაგუბებული ჰქონდა 31 ადამიანს (გამოკვლეულთა 18%). ამას გარდა ყურების დაგუბება აღენიშნებოდა მათაც, ვინც COVID-19 მსუბუქ ფორმაში გადაიტანეს.
ამასთან ამგვარი ნიშანი შეიძლება განვითარდეს ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს. თუ ყურების დახშობა არ გაივლის რამდენიმე დღის განმავლობაში და დაერთვება ტკივილი, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
კორონავირუსით დაავადების გამორჩეული თავისებურება არის გემოსა და ყნოსვის დაკარგვა. ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა ახალი ვირუსით ინფიცირებულების დაახლოებით 75-80% აღენიშნება.










