LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა გახდა 19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი, რომელსაც ცხვირის ოპერაციის გასაკეთებლად ამზადებდნენ

რა გახდა 19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი, რომელსაც ცხვირის ოპერაციის გასაკეთებლად ამზადებდნენ

დაპოსტა 2019/09/18-ში
A A
153
ნახვა
გაზიარება

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა.

ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება ნარკოზმა გამოიწვია.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძის განცხადებით 19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა, რომელიც ორგანიზმში ნოვოკაინის შეყვანისთანავე განვითარდა.

მისივე თქმით, ოპერაციის დაწყებამდე პაციენტს მედიკამენტებზე შესაბამისი სინჯი ჩაუტარდა და შედეგები ოჯახის წევრებსაც გააცნეს.

საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, გოგონას რეანიმირებას 9 საათი ცდილობდნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“სამწუხარო შემთხვევა მოხდა. გარდაიცვალა 19 წლის გოგონა. გეგმურ ოპერაციაზე, ოპერაციის დაწყებამდე. ანესთეზიის შეყვანისთანავე განვითარდა მძიმე ანაფილაქსიური შოკი. მდგომარეობიდან გოგონას გამოყვანა ვერ მოხერხდა მიუხედავად დიდი მცდელობისა. ოპერაცია დაწყებული არ იყო, წინასწარ სინჯი რა თქმა უნდა, გაკეთდა. ოჯახის წევრებმაც იციან, რომ გაკეთდა. ნახეს თვითონაც, რომ არაფერზე რეაქცია არ ჰქონდა. სინჯის შედეგებს ვაჩვენებთ ხოლმე ყოველთვის ოჯახის წევრებს.

არ არსებობს გარანტია, რომ შოკი არ განვითარდება. ამის გარანტია რომ არსებობდეს, ეს დაავადება არ იარსებებს საერთოდ.

მე ექიმის გადაცდომას ვერ ვხედავ. დიდხანს გაგრძელდა რეანიმაცია, შედეგიც იყო შუალედში, მაგრამ ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა და საბოლოოდ გული გაჩერდა.

უშუალოდ ნოვოკაინის შეყვანაზე დაეწყო შოკი. პირდაპირ ნემსის შეყვანისთანავე დაიწყო ეს ამბავი. პირველივე წვეთიდან. დაახლოებით 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა ეს ამბავი”, – განაცხადა დავით გოგოძემ.

რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ბებია ფლორა შენგელია თქმით  მის შვილიშვილს, ცხვირის ოპერაციამდე ყველანაირი გამოკვლევა ჩატარებული ჰქონდა და სრულიად ჯანმრთელი იყო.

„ყველანაირი გამოკვლევა ჩატარებული ჰქონდა. ექიმს უთქვამს, რომ ასეთი ჯანმრთელი ადამიანი ჩემთან არ შემოსულაო. მერცხალი გოგო იყო. არანაირი გულის პრობლემა არ ჰქონდა“, – განაცხადა ფლორა შენგელიამ.

რაც შეეხება ოჯახის წევრების ვარაუდს, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია 19 წლის გოგონას გარდაცვალება, ბებია ამბობს, რომ მიზეზი ნარკოზის დიდი ოდენობით გაკეთება იქნებოდა.

„დიდი დოზა ნარკოზის ბრალია. ოპერაცია არ იყო დაწყებული, იქამდე გარდაიცვალა“, – განაცხადა ფლორა შენგელიამ.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

თეგები: გარდაცვალებარუსთავიცხვირის ოპერაციაჯანდაცვაჯანმრთელობა
გაზიარება79

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელიც დედას დაემუქრა, რომ სახლს გადაწვავდა. "ინფო იმერეთის" ცნობით, მამაკაცი დარაჯად მუშაობდა და ის სამართალდამცველებმა დასაცავ ობიექტზე აიყვანეს.   შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა...

დაწვრილებითDetails

მოზარდები, რომლებიც კურიერს ჯგუფურად გაუსწორდნენ, ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
“არასრულწლოვნების ჯგუფი “გლოვოს” კურიერს თავს დაესხა” – იაკო კვანტალიანი
მთავარი

ჯგუფური ანგარიშსწორების მსხვერპლი კურიერი კლინიკიდან გაწერეს - ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დავით დვალიშვილს ჯგუფურად სავარაუდოდ ხუთამდე მოზარდი გუშინ გაუსწორდა. ჯერ-ჯერობით  თავდამსხმელების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. "პირველებმა" გაარკვია, რომ სამეთვალყურეო...

დაწვრილებითDetails

მოსწავლეების ფიქრებზე დარდობდა – გიორგი კეკელიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
მთავარი

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გიორგი კეკელიძე წერს, რომ გარდაიცვალა ახალგაზრდა პედაგოგი, მონიკა ჭანტურია, რომელიც თავისი მოსწავლეების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა. „არასდროს მგონებია, რომ აქ, მიწაზე ყოფნას რამე...

დაწვრილებითDetails

სპეციალისტი ყვითელი ქათმების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
სპეციალისტი ყვითელი ქათმების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

„მომხმარებელი ხშირად ფიქრობს, რომ ყვითელი ფერის ქათამი ცხიმიანია, სინამდვილეში კი, ფერი შეიძლება ხელოვნურად იყოს შეცვლილი“, - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული საუბრობს. „ბაზარი ითხოვს, რომ ქათამი იყოს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი და ქართული ენისა და ლიტერატურის წარმატებული პედაგოგი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი, უნიჭიერესი და უკეთილშობილესი პიროვნების, გაზეთ „ბორჯომის“ ჟურნალისტის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მონიკა ჭანტურია. "მეგა ტვ" უდიდეს მწუხარებას გამოვხატავს მონიკა ჭანტურიას ნაადრევად...

დაწვრილებითDetails

ავარია ხაშურში მსხვერპლით დასრულდა, არიან დაშავებულები

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მსხვერპლით დასრულდა ავარია ხაშურში. გუშინ დაახლოებით 14 საათზე, ოსიაური-ხცისის გზაზე, სატვირთო და რამდენიმე ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაიღუპა ქალი, არიან დაშავებულებიც. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

აუხსნელი მოტეხილობები ჩვილებს – დაკავებულია ექთანი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

აშშ-ის ვირჯინიის შტატში ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების ყოფილმა ექთანმა, 27 წლის ერინ სტროტმანმა, სასამართლოში ცხრა ახალშობილის მიმართ ბავშვზე ძალადობის ბრალდებაზე დანაშაული არ უარყო. საქმე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სამედიცინო სკანდალად იქცა,...

დაწვრილებითDetails

„გოგას ჯავშანჟილეტი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის მიუცია“ – ამბავი აგვისტოს ომის გმირზე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
„გოგას ჯავშანჟილეტი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის მიუცია“ – ამბავი აგვისტოს ომის გმირზე
მთავარი

18 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამ სტატიაში აგვისტოს გმირი გოგიტა მაკრახიძის შესახებ...

დაწვრილებითDetails

როდის დაიწყება 2026-2027 სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოში 2026-2027 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. ეს თარიღი უცვლელი რჩება და შესაბამისი სასწავლო კალენდარიც უკვე განსაზღვრულია. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ასევე 15 სექტემბრიდან განახლდება. თბილისის...

დაწვრილებითDetails

როდის ელოდებიან საქართველოში +40 გრადუსიან სიცხეს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ევროპა ელოდება 50-გრადუსიან სიცხეს – ნინო ჩხობაძე
მთავარი

მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურის მატებაა ნავარაუდები. სინოპტიკოსების პროგნოზით, ცხელი ამინდი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. "ტემპერატურამ აგვისტოს თვეში შესაძლოა 35-40 გრადუსს მიაღწიოს, ანუ ამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"