LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

10 იდეა, რომელიც ქუთაისის განვითარებისთვის შეირჩა – თქვენ რომელს უჭერთ მხარს

დაპოსტა 2020/11/06-ში
335
ნახვა
გაზიარება

53 მოქალაქის ინიციტივიდან სპეციალურმა კომისიამ  10 შეარჩია. ამ 10 ინიციტივად სასრუველ 3-ს შეგიძლიათ ხმა მისხებთ ამ ლინკზე.

გთავაზობთ ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020-ის შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტების ათეულს:

 

მწვანე კუნძულები

პროექტის აღწერა:  უნივერსიტეტის,რამოდენიმე საჯარო,კერძო თუ სპორტული სკოლის ახლომდებარეობამ ლომონოსოვის ქუჩა მეტად აქტიური და მოძრავი გახადა.აღსანიშნავია ისიც რომ წლიდან წლამდე იზრდება ოთახებისა თუ ცალკეული ბინების დამქირავებელი სტუდენტების რაოდენობა და რიგ შემთხვევაში სახლებისა თუ ბინების სასტუმროდ თუ ჰოსტელად გადაკეთების ტენდენცია.ისედაც მცირე ქუჩაზე ეს მოხატული კედელი სრული ურბანული სურათისთვის ზედმიწევნით ეფექტურია,თუმცა ქუჩაზე ფლორის სრულმა არ არსებობამ ახალი კონსტრუქტ-კონცეფცია წარმოშვა რომელიც ქუჩას მეტ ფუნქციასა და მიმზიდველობას შესძენს.ეს არის კედლის გასწვრივ ერთგვარი “მწვანე კუნძულის”გაშენება,რომელიც წარმოდგენილია კორიდორ-ორანჟერეის სახით რომლის ესკიზი და ნახაზი შევიმუშავეთ და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ წარსადგენად.ასევე მოვიფიქრეთ დასაჯდომ-მოსასვენებელი ზონების სპეციფიური, კედელთან შესაბამისი თემატურობით შეზავებული ვარიაციები.კონსტრუქცია წარმოადგენს ერთგვარ შეკიდულ ტენტს რომელიც თაღოვანი რკალით გაზდევს მთელ კედელს,რომელიც გამწვანების შედეგად იღებს გადახურული ორანჟერეის სახეს.ამასთანავე ახლებურადაა გააზრებული კედლის განათება და ინფრასტრუქტურული განლაგება-ინვენტარიზაცია.დავამზადეთ სპეციფიური სკამ-განათების ვარიაციები(ესკიზების სახით) რომლებიც მუსიკალური ინსტრუმენტებისა თუ მუსიკალური აქსესუარების სახეცვლილ,სკვერის თვის ადაპტირებულ ფორმას წარმოადგენენ.ავღნიშნავ იმასაც რომ ამ ქუჩაზე კიდევ არსებობს რამოდენიმე კედელი რომელიც შეიძლება მოიხატოს შესაბამისი კონცეფციის(ჯაზის თემატიკა) ფარგლებში იმისათვის რომ ქუჩამ მთლიანი,სრული,ერთიანი სახე შეიძინოს.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 10 000
იდეის ავტორი: ლევან ბიბილეიშვილი
ვუყუროთ გარეთ 
პროექტის აღწერა:  საპროექტო იდეა მოიცავს ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნიუპორტისა და გაპონოვის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში ნახევრად ღია სივრცის მოწყობას,(გადახურვა, წინა და უკანა ფასადი. ფოტო მაქვს, სამწუხაროდ ატვირთვა შეუძლებელია) რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც ტრენინგ-სემინარების და სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად, ასევე ფილმების სანახავად და მინი ღონისძიებების განხორციელებისთვის. COVID-19 თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა, დაგვანახა, რომ შენობები, რომლებიც განკუთვილი იყო სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად, ვერ იქნა გამოყენებული აკრძალვების გამო. ასევე, შეიზღუდა კინო-თეატრების მუშაობა.

ეს ნახევრად ღია სივრცე, კი მოიცავს ეკოლოგიურად სუფთა ნაგებობის დადგმას(შესაძლებელია გამომწვარი ხის მასალის გამოყენება), რომელშიც იარუსების სახით იქნება დასაჯდომი ადგილები. მის წინ განთავსდება იმავე მასალისგან გაკეთებული კედელი, ვიზუალური განოსხულებებისთვის, დამონტაჟდება ეკო ნათურები, მოეწყობა დენის წყარო. ამავე სივრცეში შესაძლებელი ქინება მობილური ტელეფონების დატენვა და WiFi თავისუფალი ქსელის დამონტაჟება. რაც ასევე გამოადგებათ როგორც ადგილობრივ მოქალაქეებს, ასევე ქალაქის სტუმრებს (ტურისტებს). ღონისძების ჩატარების მსურველები თავად უზრუნველყოფენ საჭიროების მიხედვით მოაწყონ შიდა ინფრასტრუქტურა. მსგავსი ნახევრად ღია სივცე გამოიყენება როგორც ცივ, ასევე თბილ ამინდებში. განკუთვნილი იქნება მაქსიმუმ 50 ადამიანზე. ამ ტიპის ნაგებობები ხშირია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მათი გამოყენება არის ძალიან პრაქტიკული, მულტიფუნქციური და ეკონომიური. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 15 000 იდეის ავტორი: ქეთევან ბერძენიშვილი

ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი
პროექტის აღწერა: პროექტის მიხედვით შესაძლებელია მათზე ქალაქის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპების და მოვლენების ასახვა. მინიმუმ 5 სიუჟეტი: აიეტის ეპოქა; ბაგრატის მიერ უდიდესი ტაძრის მშენებლობა; დავით აღმაშენებლის მეირ ქვეყნის გამთლიანების ქუთაისიდან დაწყება; სოლომონ პირველის ბრძოლა იმერეთის სამეფოს გადასარჩენად; 19-20 საუკუნის ქუთაისიდან გამოსული კულტურის მოღვაწეები. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო იქნება, ტერიტორიების განსაზღვრა, ესკიზების მომზადება, შესაბამისი ინვენტარის გამოყოფა და შემსრულებელი მხატვრების ჯგუფის შერჩევა. ადგილები შესაძლოა იქცეს ახალ ატრაქციებად ტურისტებისთვის, რომლებიც ჩაჯდება ექსკურსიების მარშრუტებში და რომლის ფონზეც სტუმრებს გააცნობენ ჩვენი ისტორიის სხვადასხვა ეტაპებს.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000
იდეის ავტორი: თამარ ოყრეშიძე
ქუთაისის კალენდარი
პროექტის აღწერა:  კალენდარის ფუნქციის მონიტორის დამონტაჟება ცენტრალურ ბულვარში სადაც პროგრამულად ჩატვირთული იქნება ინფორმაცია დღეების მიხედვით ქუთაისში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ: მოღვაწეების დაბადების დღეები; სპორტული მიღწევები; კულტურის მოვლენები და ა.შ. კალენდარი შეახსენებს საზოგადოებას ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს ქალაქის ცხოვრებაში და იქნება იმის დემონსტრირება რომ წლის განმავლობაში არ არის არცერთი დღე როცა ქალაქის ცხოვრებაში რაიმე საინტერესო მოვლენა არ მომხდარა.

პროექტს დასჭირდება 2 სახის სამუშაოს შესრულება. ინფორმაციის შეგროვება და მონიტორის ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა.  პროექტის სავარაუდო ღირებულება: 10 000 იდეის ავტორი: დოდოშკა ჯოხაძე

თეთრი ღამეები 

პროექტის აღწერა: ,, თეთრი ღამეები” გულისხმობს ღამის თავისუფალ ბაზარს, რომელიც გაიმართება კვირაში ერთხელ ცენტრალურ მოედანზე, ბაზრობაზე სელერებად ყოფნა შეეძლებათ სტარტაპერებსა თუ სხვადასხვა პროდუქციის (საკვები, ტანისამოსი, აქსესუარები, ყვავილები თუ სხვა…) რეალიზატორებს. Პროდუქციის Ფასები იქნება შეღავათიანი. Გაიმართება სხვადასხვა გასართობი აქტივობა, გათმაშებები, შეჯიბრება, დეგუსტაცია და ა. Შ.
Პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითრებას, ასევე გაიზრდება მოთხოვნა ქუთაისზე, ჩამოვლენ სხვადასზვა ქალაქებიდან. Ტუეისტებისთვის გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი გახდება ქალაქი. Ამ პროექტის საშუალებით Გამოფხიზლდება და გაცოცხლდება ჩვენი ლამაზო ქუთისი.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 5 000 იდეის ავტორი: Მარიამი ერგემლიძე

შ.შ.მ სწავლება და დასაქმება

პროექტის აღწერა:  ჩვენ ვართ ორგ.2013 წლის მერე გამოცდილებით ამ კუთხით შ.შ.მ.იმერ.რეგი.ორგ.სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.მადლობა წინასწარ და წარმატებები ყველა აპლიკანტს.პროექტის სავარაუდო ღირებულება: 9 000 იდეის ავტორი: მერაბი ქვარიანი

 პროპკის ტყის ტურისტულ ზონად გადაქცევა 

პროექტის აღწერა:  პროპკის ტყემდე მისასვლელი ბილიკების გზის მოწესრიგება დასასვენებელი ადგილების მოწყობა…გამწვანება ძველის ახლით ჩანაცვლება…ტურისტული მარშუტის მოწყომა … პროექტის სავარაუდო ღირებულება: 16 500 იდეის ავტორი: გიორგი ალფაიძე

Oktoberfest 

პროექტის აღწერა: მოგეხსენებათ რომ ფესტივალი დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის ბევრ ქვეყანაში. ფესტივალი, გათვლილია ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის ადამიანზე. ფესტივალი გაიმართება კანონის სრული დაცვით. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000 იდეის ავტორი: გიორგი ხაფავა

სადეზინფექციო ჯიხურები – ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ 

პროექტის აღწერა:  პროექტი ითვალისწინებს ქალაქში (COVID-19)-ის გავრცელების საპრევენციო ინფრასტრუქტურის, 2 ადაპტირებული სადეზინფექციო ჯიხურის განთავსებას, რომელიც გათვლილი იქნება ახალგაზრდობასა და საშუალო ასაკის მოქალაქეებზე, შშმ პირებზე, ასევე შეიძლება ისარგებლოს ასაკოვანმა პირებმაც.

ჯიხური შეიძლება დამზადდეს საქართველოშივე, ქართული ვარიანტი არ არის ადაპტირებული და ჯიხურის (დახურული) ტიპის, არამედ არის ღია და იდგმება დაწესებულებების შესავლელებში, მუშაობს სენსორზე, ავტომატური ჩართვა-გამორთვის რეჟიმით, ცალის ღირებულება 6500 ლარია, დღგ-ს ჩათვლით, თუმცა შესაძლებელია მისი შეკვეთით დამზადება და მოდიფიცირება, რომ იყოს ადაპტირებული და ჯიხურის ტიპის, რომ დაიდგას ღია სივრცეში.
ვიზუალიზაციისთვის იხილეთ ვიდეო:
https://www.facebook.com/watch/?v=780302389467584
აქედან გამომდინარე, ჩვენ გთავაზობთ ჯიხურის ასეთ უცხოურ ვარიანტს, რომელიც არის ადაპტირებული და გორგოლაჭებზე, მისი გადატანის შესაძლებლობით, ვიზუალიზაციისთვის იხილეთ ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=CaExowvdB3I&feature=share&fbclid=IwAR17kBTQaSA0MnoUmigLjZY6G_Ovyi2Q3CK3IHUNtWJ1BXdtlRt5w3_Yazs 
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 6 500  იდეის ავტორი: საინიციატივო ჯგუფი (თინათინ გელხვიიძე, ასმათ ჯანგავაძე, თამთა გირგვლიანი)

 სივრცე სკეიტბორდერებისთვის

პროექტის აღწერა:  “კახიანოურის” ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე უამრავი ახალგაზრდა არის დაინტერესებული სკეიტბორდით, მაგრამ არ აქვთ სივრცე სადაც შეძლებენ გაერთონ. აღნიშნულ ტერიტორიაზე არის სპორტის სასახლე, სპორტული ტრენაჟორები , სადაც მუდმივად აღინიშნება სპორტით დაინტერესებული ბავშვების და ახალგაზრდების სიმრავლე. მათი თხოვნის გათვალისწინებით ჩემი პროქტის მიხედვით , ტერიტორიაზე მოეწყობა მარტივი ტიპის სკეიტბორდის მოედანი, სადაც ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ სკეიტებით უსაფრთხოდ სრიალს, ამავდროულად ხმაური არ შეაწუხებს მოსახლეობას , რადგან აღნიშნული სივრცე იზოლირებულია დასახლებისგან. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000 იდეის ავტორი: თამაზი ბაბუნაშვილი
გაზიარება134

დაკავშირებული -პოსტები

ავტომობილი გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

იანვარი 18, 2026
1.5k
მთავარი

გლდანთან, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია წყალტუბოში – დაკავებულია ბავშვის ბაბუა

იანვარი 18, 2026
21.3k
მთავარი

წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიაზე შსს-მ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ  სისხლის სამართლის საქმე 116-ე და 238-ე მუხლებით აღიძრა. დაკავებულია ბავშვის ბაბუა, რომელსაც იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან. ძველით ახალ წელს...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია იმერეთში – დაღუპულია პატარა ბიჭი

იანვარი 18, 2026
2.4k
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ გუ­მათ­ში. ბრმა ტყვი­ამ მო­ზარ­დი იმ­სხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა ძვე­ლით ახალ წელს მოხ­და.   არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გეგი ხე­ცუ­რი­ანს შემ­თხვე­ვით გა­ვარ­დნი­ლი ტყვია არ­ტე­რი­ა­ში მოხ­ვდა და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა....

დაწვრილებითDetails

ავარია ქუთაისთან – არის მსხვერპლი

იანვარი 18, 2026
4.4k
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში _ დაღუპულია მამა-შვილი. გურიან ნიუსის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რომლის დროსაც შვილი დაიღუპა. როგორც გურია ნიუსს უთხრეს, თვითმხილველის თქმით, რომელიც უკან მოძრაობდა, მანქანა...

დაწვრილებითDetails

“ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ’ – აიათოლა ალი

იანვარი 17, 2026
312
მთავარი

ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა. „ირანის წინააღმდეგ ბოლო ამბოხება იმით იყო განსხვავებული, რომ მასში აშშ-ის პრეზიდენტი...

დაწვრილებითDetails

საჭიროა მისი დროულად გადაყვანა – პატარა სანდროს დახმარება სჭირდება

იანვარი 17, 2026
226
მთავარი

ძვირფასო ადამიანებო, უმეტესობამ იცით ჩემი სანდროს მდგომარეობა და გართულებები ქართველი ექიმების დაუდევრობისა და შეცდომების გამო.. ის უკვე მესამე წელია იბრძვის გამოჯანმრთელებისთვის.. სანდროს კვლავ ესაჭიროება მნიშვნელოვანი პროცედურები და სამწუხაროდ ამჟამინდელი მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

საქმიანობა ხორციელდებოდა დამოუკიდებლად – შპს „დაცვის კომპანია ალგანი“

იანვარი 17, 2026
193
მთავარი

შპს „დაცვის კომპანია ალგანი“ კატეგორიულად უარყოფს კომპანიის კავშირს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღწერილ უკანონო ქმედებებთან… აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება და ხორციელდებოდა დამოუკიდებლად, კომპანიის...

დაწვრილებითDetails

12250 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

იანვარი 17, 2026
1k
მთავარი

ნაძალადევის რაიონში, გაზსადენის დაზიანების გამო, 12250 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაზმომარაგების აღდგენა 12:00 სთ-დან დაიწყება და დასრულდება 21:00 სთ-მდე. კომპანია...

დაწვრილებითDetails

გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა

იანვარი 17, 2026
135
epa08444565 A man holds small Georgian national flags while marking the 102th anniversary of the Georgian Independence in Tbilisi, Georgia, 26 May 2020. The Act of Independence of Georgia was adopted on 26 May 1918.  EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE
მთავარი

2025 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსით (Global Peace Index-GPI) საქართველო კვლავ „საშუალო“ დონის ქვეყნების სიაშია, ხოლო სამხრეთ კავკასიის მეზობლებს შორის ბოლო ადგილზეა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ბოლო რეიტინგში...

დაწვრილებითDetails

“კრიმინალურ ბანდას გამოააშკარავებთ და სხვის გიგას გადაარჩენთ!”- გარდაცვლილი მასწავლების დედა

იანვარი 17, 2026
531
მთავარი

გარდაცვლილი მასწავლების დედა  მიმართვას ავრცელებს: "წუხანდელი ვიდეოსთვის ბოდიშს გიხდით ყველას. ვიცი, ემოციურად ძალიან გტვირთავთ, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევაჩერეთ...... მადლობა, რომ ბრძოლაში მეხმარებით! თქვენი თითოეული ლაიქი და კომენტარი მაძლიერებს და მტრის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».