LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ეს არასწორი გადაწყვეტილებაა” – როგორ აფასებენ სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლებას

“ეს არასწორი გადაწყვეტილებაა” – როგორ აფასებენ სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლებას

დაპოსტა 2019/09/17-ში
A A
57
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

როგორ ჩანს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მისაღები მხოლოდ ადვოკატისთვის აღმოჩნდა. როგორ აფასებენ სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ოთხმეზურის შეწყალებას იხილეთ კომენატრები:

“მივმართავ მათ, ვინც სალომე ზურაბიშვილი აირჩია პრეზიდენტად: როგორ მოსწონთ პრეზიდენტი, რომელიც 1 თვეში ორ მკვლელს იწყალებს?” – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ დავით ოთხმეზურის და პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას.

მისი თქმით, ეს იმ ადამიანების სინდისზე უნდა იყოს, ვინც თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“ვფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. არ შეიძლება პრეზიდენტმა ან ნებისმიერმა ადამიანმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ საკითხის დარეგულირება აუცილებელია.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით, მიუღებელია.

“ამაზე მე ერთხელ უკვე გავაკეთე განცხადება. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მიუღებელია და მესმის საზოგადოების აღშფოთება. მე მგონია, რომ უნდა გადაიხედოს… მესმის, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ საკონონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს გადახედვა. როგორც მოვისმინეთ, თვითონაც არის ამის ინიციატორი, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს შეწყალებასთან დაკავშირებით,”- განაცხადა კახა კალაძემ.

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულ ასლან ბეჟანიძის პრეზიდენტის მიერ შეწყალებას, ბეჟანიძის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი სამართლიანს უწოდებს. როგორც  ჩომახაშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დაგვიანებული, თუმცა, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.

ცნობისთვის, 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

თეგები: ამნისტიაასლან ბეჟაშვილიდავით ოთხმეზურისალომე ზურაბიშვილიშეწყალება
გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც გორში მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც გორში ჭალის დასახლებაში მანქანა დაეჯახა. შეჯახება 4 ნოემბერს თამარ მეფის გამზირზე მოხდა. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გრძელდება, რაც გულისხმობს მოძრაობის...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გათავისუფლდა

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გათავისუფლდა
მთავარი

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ირაკლი ჩხვირკიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ირაკლი ჩხვირკია საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. „გარეთ რომ უკეთესი ხვდებოდეს ადამიანს უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე,...

დაწვრილებითDetails

4 არასრულწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავს დაესხა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები გასტაცა

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია, - ამის შესახებ ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
მთავარი

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. როგორც ნანა სანდერმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, „13 - თვიანი წამება დასრულდა“. „დასრულდა...

დაწვრილებითDetails

ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო...

დაწვრილებითDetails

თურქეთში მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს და საქართველოდან გააძევეს

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც საქართველოდან გააძევეს. უწყების ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიგრაციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა – რა ხდება კახეთში

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.   ცეცხლსასროლი იარაღით სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთმა კი გაქცევა და გადარჩენა შეძლო.   ადგილობრივების თქმით,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულის პირადი...

დაწვრილებითDetails

თბილისში ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

პოლიციამ თბილისში ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"