LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები დისტანციური სწავლების მიმართულებით გადამზადდებიან

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები დისტანციური სწავლების მიმართულებით გადამზადდებიან

დაპოსტა 2020/10/28-ში
A A
348
ნახვა
გაზიარება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და განათლების სისტემის თანამშრომლები დისტანციური სწავლების მიმართულებით გადამზადდებიან.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 100 საჯარო სკოლაში განხორციელდება, მიზნად ისახავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის – ესტონური გამოცდილების გაზიარებით მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლების გადამზადებას. მათივე ცნობით, პროექტის პრეზენტაცია 186-ე საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, ესტონეთის ელჩმა საქართველოში რინა კალიურანდმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა მიიღეს.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტში ჩართული სკოლების ადმინისტრაციასა და პედაგოგებს სამომავლო გეგმები გააცნეს, მათთან დისკუსია გამართეს და ახლად აშენებული სკოლა დაათვალიერეს. ეკატერინე დგებუაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა ესტონეთის ელჩსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით ახალი პროექტის განხორციელებაზე.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც განათლების სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი უნარებისა და ცოდნის განვითარებას შეუწყობს ხელს. ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით საქართველოში, განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ბავშვთა განათლების უფლების დაცვაზე. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი წვდომა განათლების სფეროს სიახლეებზე და ხარისხიან, უწყვეტ განათლებაზე. სწორედ ამას ემსახურება ეს ერთობლივი პროექტიც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მათი მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემო და ხელი შევუწყოთ შეიძინონ ცოდნა და უნარები თვითრეალიზაციისთვის ტექნოლოგიურად სწრაფადცვალებად განვითარებულ სამყაროში“,-განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო სისტემატურად მუშაობს სკოლებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ახალი სასწავლო წლისთვის აშენდა, რეაბილიტირდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა არაერთი საჯარო სკოლა, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში.

„პროექტის ფარგლებში საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლები, მათ შორის, სამინისტროსა და სკოლების ადმინისტრაციები გაეცნობიან ესტონურ მოდელს, კერძოდ, დისტანციური სწავლების დანერგვის პრაქტიკასა და ამ კუთხით შემუშავებულ კონცეფციებს, დაწყებითი განათლების მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაიარონ მომზადება კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიაში, ხოლო სკოლების ადმინისტრაციებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები მოსწავლეებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფისა და სკოლის მენეჯმენტის მიმართულებით გადამზადდებიან.

პროექტი, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის რევიზიასაც გულისხმობს. დისტანციური სწავლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ესტონეთის მთავრობის მიერ სრულად ფინანსდება, 2020 წლის სექტემბერში დაიწყება და 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ესტონეთის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის 2014 წელს დაწყებული პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართველი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბავშვებისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. 2014-2016 წლებში განხორციელებული პარტნიორობის ფარგლებში გადაიხედა I-IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა. 2017-2019 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 20 საპილოტე სკოლის მასწავლებლებმა გაიარეს მომზადება და სწავლების ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ.

პარტნიორობის ფარგლებში ასევე, მოეწყო სასწავლო ტური ესტონეთში, სადაც საქართველოს შერჩეული სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ადგილზე გაეცნენ ესტონეთის განათლების სისტემის პოლიტიკასა და მიდგომებს სასწავლო გეგმასთან, მონიტორინგსა და ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. პროექტში ჩართული იყვნენ ესტონეთის უნივერსიტეტების სასწავლო გეგმის ექსპერტები და მეცნიერები”,-აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება139

დაკავშირებული -პოსტები

ოქრო იაფდება, ვერცხლი კი ძვირდება-რა ღირს გრამი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირედით იაფდება, თუმცა საგულისხმოა, რომ უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით გაძვირებულია ვერცხლი. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 695 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში...

დაწვრილებითDetails

მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება
მთავარი

2026 წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, ცვლილებების შედეგად, ორშაბათიდან პარასკევის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 13 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 14 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6818, ევრო – 3.1404, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6245 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არამიზნობრივად გახარჯა ბიუჯეტის სახსრები უცხოელ არალეგალთა ქვეყნიდან გაძევების პროცესში, არის სრული მანიპულაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების...

დაწვრილებითDetails

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. როგორც ცენტრალური კრიმინალური...

დაწვრილებითDetails

ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა...

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სამი პირი დაკავებულია, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი. პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ...

დაწვრილებითDetails

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

  კურო   გამოიყენეთ ეს დღე მიწასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. მიხედეთ ბაღს, ნაკვეთს, კარ-მიდამოს, გადარგეთ ყვავილები. დაიწყეთ სახლის რემონტი, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე.   ტყუპები   დაკავდით მნიშვნელოვანი საბუთების მოწესრიგებით, გადახედეთ ხელშეკრულებებს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"