რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილს 19 წლის გოგო მართავდა, სავარაუდოდ, მან საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადატრიალდა.
ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 15 წლის ბიჭი, ხოლო 3 დაშავებული „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ 27 წლის მამაკაცს რომელსაც ჰქონდა მოტეხილობა და საჭიროებდა ნეიროქირურგიულ ჩარევას, თბილისში გადაიყვანეს, კლინიკა „დეკაში“. 23 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა თავის ზედაპირული ტრამვები, ხოლო 19 წლის გოგოს ტრამვა ჰქონდა გულმკერდის არეში. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და კლინიკიდან უკვე გაეწერნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და










