LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში ახალი ორგანო აღმოაჩინეს (+ვიდეო)

მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში ახალი ორგანო აღმოაჩინეს (+ვიდეო)

დაპოსტა 2020/10/25-ში
A A
2.4k
ნახვა
გაზიარება

გამოცემა The Indian Express-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელმა მეცნიერებმა ადამიანის თავის ქალაში, ცხვირ-ხახის არეში, ახალი ორგანო აღმოაჩინეს – სანერწყვე ჯირკვლები, რომლებიც ყელის ზედა ნაწილში მდებარეობს.

მკვლევარებმა ახალ აღმოჩენას „ტუბარალური ჯირკვლები” უწოდეს. ჯერჯერობით გაუგებარია, კლასიფიცირდება თუ არა ეს ჯირკვლები მცირე ჯირკვლების კონგლომერატად, როგორც ძირითადი ჯირკვალი, ცალკეული ორგანო ან ორგანული სისტემის ახალი ნაწილი.

„ნიდერლანდების კიბოს ინსტიტუტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს სანერწყვე ჯირკვლების ახალი ადგილმდებარეობა, რაც, მათი აზრით, კარგი ამბავია თავისა და კისრის სიმსივნის მქონე პაციენტებისთვის, რადგან სხივური-თერაპიის სპეციალისტები, ონკოლოგები შეძლებენ ამ ადგილის გვერდის ავლით, მკურნალობის დროს რაიმე გართულებების თავიდან აცილებას.

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ეს ჯირკვლები იქნება მსხვილი სანერწყვე ჯირკვლების მეოთხე წყვილი. (ნიდერლანდების კიბოს ინსტიტუტი) მკვლევარებმა თავიანთი დასკვნები აღწერეს გასულ კვირას ჟურნალ Radiotherapy and Oncology-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

როგორ მივიდნენ მეცნიერები ახალ აღმოჩენამდე? 

როდესაც მკვლევარებმა, რომლებიც იკვლევენ რადიაციულ გვერდით მოვლენებს თავის არესა და კისერზე, შესწავლა დაიწყეს ახალი ტიპის სკანირებით, აღმოაჩინეს ორი „მოულოდნელი” ადგილი, რომლებიც ანათებდნენ ნაზოფარინქსის უკანა ნაწილში. ეს ადგილები ჰგავდა ცნობილ მსხვილ სანერწყვე ჯირკვლებს.

ადამიანის სხეულში, სანერწყვე ჯირკვლის სისტემას აქვს სამი დაწყვილებული ძირითადი ჯირკვალი და 1000-ზე მეტი უმნიშვნელო ჯირკვალი, რომლებიც მთელ ლორწოვან გარსზეა გავრცელებული. ეს ჯირკვლები უზრუნველყოფენ ნერწყვის გამოყოფას, რომელიც აუცილებელია ყლაპვის, საჭმლის მონელების, დეგუსტაციის, და კბილების ჰიგიენისთვის.

როდესაც „ახალი ორგანო” მკვლევარებმა შეისწავლეს დაახლოებით 100 ადამიანის სკანირების გზით, მათ ნასოფარინქსის უკანა მხარეში აღმოაჩინეს ორმხრივი სტრუქტურა და ამ ჯირკვლებს ჰქონდათ სანერწყვე ჯირკვლების მახასიათებლები.

რატომ უწდეს „ორგანოს” ტუბალარული ჯირკვლები?

შემოთავაზებული სახელი ემყარება მათ ანატომიურ მდებარეობას, დანარჩენ სამ ჯირკვალს პაროტიდული, ქვედაყბისქვეშა და ქვესენოვანი ეწოდება.

რატომ მოხერხდა ამ ჯირკვლების აღმოჩენა მხოლოდ ახლა?

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ამ ჯირკვლების ადგილმდებარეობა რთულად მისაწვდომი ანატომიური ადგილია თავის ქალის ძირში, ეს არის ადგილი, რომლის ვიზუალიზაცია მხოლოდ ცხვირის ენდოსკოპიის საშუალებით არის შესაძლებელი.

 

გარდა ამისა, გამოსახულების ჩვეულებრივი ტექნიკა, როგორიცაა CT სკანირება, MRI და ულტრაბგერითი კვლევა, არ იძლევა ამ ჯირკვლების ვიზუალიზაციის საშუალებას.

100 პაციენტზე ჩატარებული სკანირებისთვის გამოყენებულ იქნა ახალი ტიპის სკანირების მეთოდი, სახელწოდებით PSMA PET / CT, რომელმაც უზრუნველყო მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკა ამ ჯირკვლების აღმოსაჩენად.

რა არის ამ ჯირკვლების დანიშნულება?

ჯერჯერობით, მკვლევარები ეჭვობენ, რომ ჯირკვლების ფიზიოლოგიური ფუნქციაა ნაზოფარინქსისა და ოროფარნქსის დატენიანება, მაგრამ როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ ინტერპრეტაციის დადასტურება საჭიროა დამატებითი გამოკვლევებით.” – ნათქვამია სტატიაში.

წყარო: primetime.ge
გაზიარება950

დაკავშირებული -პოსტები

ოქრო იაფდება, ვერცხლი კი ძვირდება-რა ღირს გრამი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირედით იაფდება, თუმცა საგულისხმოა, რომ უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით გაძვირებულია ვერცხლი. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 695 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში...

დაწვრილებითDetails

მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება
მთავარი

2026 წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, ცვლილებების შედეგად, ორშაბათიდან პარასკევის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 13 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 14 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6818, ევრო – 3.1404, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6245 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არამიზნობრივად გახარჯა ბიუჯეტის სახსრები უცხოელ არალეგალთა ქვეყნიდან გაძევების პროცესში, არის სრული მანიპულაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების...

დაწვრილებითDetails

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. როგორც ცენტრალური კრიმინალური...

დაწვრილებითDetails

ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა...

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სამი პირი დაკავებულია, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი. პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ...

დაწვრილებითDetails

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

  კურო   გამოიყენეთ ეს დღე მიწასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. მიხედეთ ბაღს, ნაკვეთს, კარ-მიდამოს, გადარგეთ ყვავილები. დაიწყეთ სახლის რემონტი, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე.   ტყუპები   დაკავდით მნიშვნელოვანი საბუთების მოწესრიგებით, გადახედეთ ხელშეკრულებებს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"