ზუგდიდში “საქართველოს ბანკს” აყაჩაღებენ – მიმდინარეობს სპეცოპერაცია
არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხნენ.
როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, თავდამსხმელებს შენობაში ბანკის თანამშრომლები ჰყვათ, რომლებსაც არ უშვებენ, თუმცა ინფორმაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.
ადგილზე საპატრულო პოლიცია უკვე მუშაობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ფოტოს სოციალურ ქსელში ადგილობრივი მცხოვრები ავრცელებს.
https://www.facebook.com/watchparty/716480822410110/?entry_source=FEED&ext=1603882127&hash=ASs2v5dXieqE5cdFXdN1Ip7RyIdtTj7-_he6gX3iPQdfXd5v
https://www.facebook.com/rustavi2/videos/1222392274813100










