უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1520 პირი, ხოლო აჭარაში 637.
მისივე თქმით, კოვიდინფიცირებული 6 544 პირი ბინაზე მკურნალობს.
„მძიმე პაციენტი გვყავს 372. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი. 1772 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში. მათ შორის 1119 აჭარის რეგიონში, თბილისში კი 500. 6544 ადამიანი მკურნალობის კურს გადის ბინაზე“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 337 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9003-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 172 ადამიანია გარდაცვლილი.










