გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. „ტესტირების პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე გუბერნატორი ბინაზე იმყოფება და ელოდება ეპიდემიოლოგების მითითებებს და შესაბამისად, პროტოკოლით დადგენილი წესის მიხედვით იმოქმედებს. მოადგილეების ტესტის კვლევის შედეგები უარყოფითია. ადმინისტრაციულ შენობის სამივე სართულზე, სადაც განთავსებულია გუბერნია, მერია და საკრებულო, სადეზინფექციო სამუშაოები გვიან ღამით ჩატარდა“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გურიის გუბერნიის პრესსამსახურის უფროსმა ნინო ლომჯარიამ.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: 27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს...










