გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. „ტესტირების პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე გუბერნატორი ბინაზე იმყოფება და ელოდება ეპიდემიოლოგების მითითებებს და შესაბამისად, პროტოკოლით დადგენილი წესის მიხედვით იმოქმედებს. მოადგილეების ტესტის კვლევის შედეგები უარყოფითია. ადმინისტრაციულ შენობის სამივე სართულზე, სადაც განთავსებულია გუბერნია, მერია და საკრებულო, სადეზინფექციო სამუშაოები გვიან ღამით ჩატარდა“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გურიის გუბერნიის პრესსამსახურის უფროსმა ნინო ლომჯარიამ.
27 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს...










