კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორად გაიკეთოთ პირბადე – ამის შასახებ მთავრობამ მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა და შეკრებებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა:
“ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საკარტველოშიც კოველდღიურად იმატებს კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა. დღემდე არ არსებობს კოვიდ-19-ისგან თავის დაცვის უკეთესი საშუალება ვიდრე არის პირბადე. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორად გაიკეთოთ ის (უნდა გიფარავდეთ ცხვირსაც!), მათ შორის ღია სივრცეშიც; დაიცავით დისტანცია და ხშირად დაიბანეთ ხელები (მინიმუმ 20 წამის განმავლობაში). მაქსიმალურად აარიდეთ თავი შეკრებებს, უმჯობესია, აუცილებლობის გარეშე, ხანდაზმულები არ გახვიდეტ სახლიდან!
www.StopCoV.ge”-ნახთქვამია მთავრობის მიერ დაგზავნილ შეტყობინებაში.










