ქუთაისის ბაგა-ბაღებში სწავლა რამდენიმე დღეში აღდგება – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს ა(ა)იპ ბაგა-გაღების გაერთიანების დირექტორმა დავით წიტაიშვილიმა განუცხადა.
“დღეს იყო თათბირი, გადაწყდა რომ სწავლა დავიწყოთ, კვება შევუკვეთეთ. თუ მოვასწარით ოთხშაბათს, თუ არა ხუთშაბათს აუცილებლად დაიწყება სააღმზრდელო პროცესი.” – ამბობს დავით წიტაიშვილი.
როგორც მან აღნიშნა სწავლა ქუთაისის 21 ბაღში დაიწყება, სადაც არ დაფიქსირებულა კორონავირუსი და არ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.
მისივე თქმით დღეს კიდევ ერთ, მე-20 ბაღის თანამშრომლებს დაუდასტურდა ვირუსი.
ცნობისთის ქუთასის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კოვიდ19-სა და სარემონდო სამუშაოების გამო ერთი კვირით გადაიდო.
ქუთაისში 37 ბაღა-ბაღია.










