”ბოლო 24 საათის განმავლობაში მთლიანად იმერეთში 939 ნიმუში იქნა აღებული, საიდანაც 99 დადებითი შემთხვევა გვაქვს. უმრავლეობა, 60-მდე შემთხვევა ისევ არის ქუთაისში. ახალი შემთხვევები ძირითადად ძველების კონტაქტები და ოჯახის წევრებია. საბედნიეროდ ახალი საყურადღებო კერა არ გვაქვს.” – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით რეგიონში დღეს უკვე დაგვეტა ახალი სასტუმრი, რომელიც 35 ადამიანზეა გათვლილი.
”ასევე გვემატება კლინიკები უკვე დღეიდან, არა მარტო ქუთაისში, არამედ სხვადასხვა რაიონებში. არსებულ კოვიდსასტუმროებში დაახლოებით არის 200-მდე ადამიანი მოთავსებული. რაც შეეხება კლინიკებს, 600 საწოლზეა გათვლილი და რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია 501 დაკავებულია. არც კოვიდკლინიკებში და არც კოვიდსასტუმროებში საწოლების პრობლემა არ გვექნება, თუმცა უნდა შევხედოთ ხვალ და ზეგ როგორი სიტუაცია გვექნება.” – ამბობს იმერეთის გუბერნატორი.









