ცერათითებზე აზიდვაში მსოფლიოს რეკორდი ქართველმა ირაკლი ვეკუამ დაამყარა. თბილისში გამართულ ღონისძიეაზე ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59 აზიდვა შეასრულა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით ქართველმა პაკისტანელი ასად ჰანიფის მიღწევა გააუმჯობესა, რომელსაც წუთში 43 აზიდვა ქონდა შესრულებული. აღსანიშნავია, რომ ვეკუას რეკორდის დასამყარებლად სრული ერთი წუთი ჰქონდა, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო შედეგის მისაღწევად მას მხოლოდ 46.8 წამი დაჭირდა.
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ფინალის საგზური მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ სეია ბალჰაუსს სძლია. შეჯიბრების ფინალში 27 წლის ლიპარტელიანის მეტოქე...









