https://www.facebook.com/100006953943135/videos/2816607015247736/
,,აი ეხლა კარგად წაიკითხეთ აბსოლიტურად ყველამ ვისაც გაინტერესებთ. ეს კაცი, როგორც თქვენ უწოდებთ არის ჩემი ძმა, ჩემი სისხლი და ხორცი. გუშინ დაურეკეს და უთხრეს კოვიდი დაგიდასტურდათო. ჯერ ჩემს რძალს დაუდასტურდა ხუთშაბათს და მერე ჩემს ძმას. სახლში ჰყავთ ორი მცირე წლოვანი ბავშვი და ორიც კიდევ სრულწლოვანი. ყველა თვით იზოლაციაში იყო. 3 დღის მანძილძე არავინ დაკავშირებია და არ უკითხავთ მდგომარეობა თუ როგორ იყო 39 სიცხით ადამიანი. უთხრეს ეპიდემიოლოგები დაგაკავშირდებიანო მაგრამ ამაოდ, დღემდე არავინ დაგვკავშირებია. მხოლოდ სიცხის დამწევს პარაცეტამოლს სვავდა ჩემი რძალი. ჩემს ძმას არანაირი სიმპტომები არ ქონდა. დღეს მისცა სიცხე და 3 ჯერ დაკარგა გონება. მე ქალაქიდან გასული ვიყავი დღეს მარნეულში, ჩემმა რძალმა დამირეკა და მითხრა ორჯერ გახდა ცუდად და სასრაფო გამოვიძახეთო. მე რომ მარნეულიდან თბილისში ჩოვედი სასწარფო მაშინ მივიდა მისამართზე. წარმოიდგინეთ ეხლა ეს დრო. პარალელურად ვრეკავდი 1505 ზე რომელზეც არ პასუხობენ საერთოდ და ასევე 112 ზე აქაც ძალიან დიდი ლოდინის შემდეგ მოპასუხეს. მე პირადად ორჯერ გადავეცი ინფორმაცია 112 ზე რომ პაციენტი და მთლიანად ოჯახი იყო კოვიდ დადებითი. ვუთხარი რომ მძიმედ იყო და დროულად ემოქმედათ. და ამ დროს რა მოხდა იცით? სასწრაფო დახმარების ჩვეულებრივი ბრიგადა მივიდა მისართზე რომლებმაც არ იცოდნენ რომ კოვიდიანებთან მივიდნენ. გაჩერდნენ გარეთ სადარბაზოსთან და ნახავარი საათი კიდევ იმას არკვევდნენ შესულიყვნენ თუ არა. არანაირი აღჭირვილობა მათ არ ქონდათ მაგრამ მაინც შევიდნენ და რომ ნახეს გადასაყვანი იყო თქვეს გადავუყვანოთო. ამ დროს მეც მივედი უკვე სახლთან და რას ვხედავ მესმის ბავშვების განწირული წივილი, კივილი მამააა, მამა მოკვდააა. რათქმაუნდა შევედი სახლში და უგონდ არის ჩემი ძმა და ჩემი რძალი ასულიერებს. შემოიტანეს საკაცე ძლივს დავაწვინეთ და საკაცის ამწევიც არავინ გვყვადა მძღოლს რომ დახმარებოდა. მე და ჩემი დეიდაშვილი ვიყავით მხოლოდ. რომელ მეზობელს ეტყვი ამ დროს დამეხმარეთო. ეს ხომ შეუძლებელია? როგორც იქნა მოვათავსეთ მანქანაში და მეუბნებიან თქვენ დაუჯექით გვერდითო. ამაზე უარს ვიტყოდი თქვენი აზრით? რათქმაუნდა გავყევი მე სასწრაფოს. ჩემთან ერთად არ ყოფილან ექიმები, ისინი წინ დაჯდნენ მძღოლთან. მე მეჭირა ჯანგბადის ბალიში რომელიც 3 ჯერ გამიწყდა არც ვიცოდი სად რა უნდა მიმეერთებინა. დაეწყო კრუნჩხვასავით რაღაც ასეთი შეტევა. მხოლოდ იმას მეუბნებოდა ვკვდები და ენა დამიჭირეო. ვუყვირივარ გააჩერეთ მანქანა გადმოდით დამეხმარეთ მეთქი და ყურად არ იღეს ჩემი ხვეწნა მუდარა. პირადად მე, ჩემი საკუთარი ძმა მაკვდებოდა ხელებში ხალხოოო, რომელ პანიკზე მელაპრაკებით საერთოდ და რომელ კივილზე? რატომ გადავიღე ვიდეო? ამის გული მქონდა? დიახ მქონდა, იმიტომ რომ ამით დავიცავდი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უფლებებს, რომელიც უკვე 3 დღის განმავლობაში ირღვეოდა. მივედით თუ არა კარების გაღების თანავე რომ გადმოვედი ეს ჟანგბადის ბალიში ვისროლე, მოხვდა სამედიცინო ყუთს რომელიც დაზიანდა, როგორც იქნა გადავიყვანეთ და შესვლისას ვინც დაგვხვდა მისაღებში გვეუბნება ვისთან მოიყვანეთ ვისი პაციენტიაო. ამან ხომ საერთოდ შოკში ჩამაგდო მერე არკვევდნემ საით უნდა მოეღოთ, სად წაეყვანათ. ყუთის დაზიანებასაც არ ჩაუვლია ისე, გაომოიძახეს საპატრულო. მოვიდა ორი ეკიპაჟი თითქოსდა კაცი მოვკალი. ნივთის დაზიანებაზე აღიძრა საქმე და უახლოეს მომავალში გამომკითხავენ ამ ფაქტზე და ალბათ დამაჯარიმებენ კიდეც. აი ეხლა თქვენ ყველას მოგმართავთ, თქვე ენა წატლეკილებო, ყველას გისურვებთ იმას რაც მე დღეს გამოვიარე. თქვენი ძმა გეუბნებოდეთ ენა დამიჭირე ვკვდებიო რას ისავთ, რა ჭკუაზე დადგებით მაინტერესებს??? ჩემი ძმა ხელებში მაკვდებოდა ხალხო აზრზე ხართ??? თქვენ კიდევ დგახართ აქ და ილანძღებით. ნუთუ არ გრცხვენიათ. დავლეწავდი და ვიკივლებდი კი არა თვალებს ჩემი ხელით დავთხრიდი ყველას. დავამხობდი ყველას და ყველაფერს. ვინც მიცნობთ ყველამ კარგად იცით ჩემი ხასიათი, იცით რომ ტყუილს არ ვიტყვი და ჩემი სიმართლის დასადგენად სამარემდე ჩავყვები ყველას. აი ვინც არ მიცნობთ ნაკლებად მაინტერესებს თქვენი უაზრო რეპლიკები და გამოხტომები. ხოო და კიდევ თქვენ, ვინც მეგობრებში მყავხართ და ჩემში ეჭვი შეგეპარათ, ან იფიქრეთ რომ ასეთი რეაქცია არ უნდა მქონოდა თავადვე წაიშალეთ ჩემი მეგობრებიდან თავი, რადგან არაფერში არ მჭირდებით. ეს იყო ერთგვარი გამოცდათ ალბათ რომ კარგად დამენახეთ ვინ რა ყოფილხართ. ეხლა იმასაც იტყვით და მომაწებებთ რომ ნაციაო, ან ქოციაო. მე არავისიანი არ ვარ! მე ვეკუთვნი ჩემს თავს და ვიცავ პირველ რიგში ჩემს უფლებების და მერე სხვა დანარჩენების. მე ვიცხოვრე ასე და ასე ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე. აი ეხლა ამიხსენით ვინმემ მე რომ ტესტი ამიღონ ხომ მეტყვიან დადებითი გაქვსო? ხომ ვიყავი კონტაქტში ჩემს ძმასთან? დაა ამ დროს ვინ შეუწყო ჩემს დაინფიცირრბას ხელი??? ვინ ჩამსვა ნეტავ მანქნაში არა ინფიცირებული ინფიცირებულთან??? ამაზე გამეცით პასუხი ვინმემ. მე ის სასწრაფოს ექიმებიც მეცოდებიან, რადგან ისინიც უკვე გადამტანები ან დაინფიცირებულები არიან. დავდებ ფოტოებსაც რამდენჯერ დავრეკე 112 ზე და უთხარი კოვიდ დადებითი პაციენტიათქო. რატომ არ გაუშვეს შესაბამისი აღჭურვილობით მოწყობილი სასწრაფო დახმარება? დავდებ იმ ფოტოსაც რაც დავაზიანე და რაზეც სავარაუდოდ დამაჯარიმებენ. კიბატონო, დამაჯარიმონ თუნდაც ციხეში გამიშვან. თუ ჩემი ძმა ჩემს ხელებში მოკვდებოდა მაშინ მე თავს როგორ ვიცოცხელბდი. მე რა სტრესი მივიღე ამ დროს ხვდებით საერთოდ? დაწყნარდით, ჩვეულებრივი ვირუსიაო მუბენოდნენ. თქვე დალოცვილებო თუ ასეთი ჩვულებრივი ვირუსია ამ ხალხს რაღატომ აპანიკებთ, რატომ თრგუნავთ? ფსიქიკურად რატომ შეშალეთ საზოგადოება? მხოლოდ ხელების ხშირი დაბანა, პირბადე და დისტანცია ყოფილა კორონასთან ბრძოლა? ეს გვიშველის? მე ბოდიშით თუ აღარავის არაფერი აღარ მჯერავს.ჩემს ცხოვრებაში იყო დღე, რომელზეც ვამბობდი ჯოჯოხეთი გავიარეთქო. ეს იყო ჩემი ოჯახის გამოსახლება, რომელიც არასოდეს დამავიწყდება და დღევანდელი დღეც შეემატა. დღეს სიკვდილს ჩავხედე ჩემი ძმის შეშინებულ თვალებში. მე ჯანდაბას, ამასა გაუძლებ როგორმე. აი ჩემი საბას და ლილეს საცოდავი სახე და ცრემლიანი თვალები არასოდეს დამავიწყდება, რომლებსაც ეგონათ რომ მამა მოუკვდათ.”
https://www.facebook.com/miranda.lagidze.1/posts/2816895995218838










